30/07/201 670 ნახვა წყარო: tabula.geფოტო: tabula.ge

კონგრესმენები პომპეოს: საქართველოს მთავრობაში რუსი ოლიგარქის მოსვლიდან პროგრესი უკან მიდის

კონგრესმენები აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს წერილით მიმართავენ და საქართველოში დემოკრატიული მმართველობის გაუარესებასა და პოტენციურ კორუფციაზე შეშფოთებას გამოხატავენ.
"როგორც იცით, 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველომ დიდი ნაბიჯები გადადგა ეკონომიკისა და გეოპოლიტიკური უსაფრთხოების კუთხით ,ურთიერთობების ტრანსფორმაციის კუთხით, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო გლობალური სავაჭრო პარტნიორებისათვის ბაზრის მეტად ხელმისაწვდომობა, თავდაცვითი თანამშრომლობა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. თუმცა, მას შემდეგ, რაც რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, 2012 წელს, ქვეყნის პროგრესი უკან მიდის". – წერენ ისინი. სენატორები აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს ესაუბრნენ და დარწმუნდნენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ყველაფერს აკეთებს "კერძო სექტორში საინვესტიციო გარემოს გაუარესების მონიტორინგის" კუთხით, განსაკუთრებით კი ყურადღებას ამახვილებენ ამერიკულ კომპანიებზე. ისინი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ურჩევენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, კონკრეტულად კი პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან საუბარში გაითვალისწინოს შემდეგი საკითხები:
"1. მოქმედი მთავრობა, რომელსაც პარტია ქართული ოცნება ხელმძღვანელობს რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ არის მანიპულირებული, რომელიც ცდილობს გააძევოს ქვეყნიდან ამერიკული ბიზნესები, რომლებსაც საქართველოს და ამერიკის ეკონომიკებში წლებია წვლილი შეაქვთ. ეს კეთდება რუსული, ჩინური და ირანული ინვესტიციების გაზრდისათვის.
2. საქართველოში შავი ზღვის პორტთან დაკავშირებული აქტივობები კრიტიკულ ამერიკულ ეროვნულ ინტერესს უქმნის საფრთხეს, მათ შორის:
ა. ამერიკული კომპანიების განზრახ მოხსნა შავი ზღვის პორტის ინვესტიციებიდან და მფლობელობიდან, რის მიზანსაც რუსული და ჩინური გავლენებისგან საქართველოს იზოლირება წარმოადგენდა.
ბ. ირანის და რუსეთის წინააღმდეგ ამერიკული სანქციების გატარების არასრულფასოვნება, განსაკუთრებით, პორტთან დაკავშირებული აქტივობების და სხვა დაკავშირებული კერძო სექტორის ინვესტიციების კონტექსტში.
3. ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტს კიდევ არ მიუღია საჭირო საარჩევნო რეფორმის კანონი, რომელიც 2020 წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნების გამჭვირვალობის და სამართლიანობისათვის არის გადამწყვეტი მნიშვნელობის."
წერილს ხელს აწერენ კონგრესმენი მარკუეინ მალინი, ჯოდი არინგტონი, ბილ ფლორესი, უილ ჰარდი, ბრაიან ბაბინი და რენდი უებერი. ის 27 ივლისით არის დათარიღებული.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ