28/07/20989 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - გიორგი გახარიასთან საუბრისას მაიკ პომპეომ ხაზი გაუსვა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების აუცილებლობას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ და საქართველოს პრემიერ-ინისტრმა გიორგი გახარიამ აშშ-საქართველოს შორის პარტნიორობისა და კოვიდ 19-ის პანდემიის საპასუხოდ ჩვენი მჭიდრო კოორდინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ინფორმაციით, მაიკ პომპეოსა და გიორგი გახარიას შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა ოქტომბერში საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების აუცილებლობას.
„ის მიესალმა კონსტიტუციური ცვლილებების მიღებას, რომელიც ნაწილობრივ პროპორციულ საარჩევნო სისტემას ითვალისწინებს და ხაზი გაუსვა ბოლო დროს მიღებული საარჩევნო რეფორმების ზედმიწევნით ზუსტად განხორციელების მნიშვნელობას. სახელმწიფო მდივანმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად ძალისხმევის გაგრძელების, როგორც უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აუცილებელი ნაბიჯის მნიშვნელობას,“- აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, მაიკ პომპეომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერაც გამოხატა.
„მაიკ პომპეო დაეთანხმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას იმაში, რომ რუსეთმა დესტაბილიზაციისკენ მიმართული ნაბიჯები უნდა შეწყვიტოს და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სრულად უნდა შეასრულოს,“- აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 0

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 100

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 100

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA