08/02/201 370 ნახვა წყარო: formulanews.geფოტო: formulanews.ge

თალაკვაძე: საარჩევნო სისტემის შეთანხმებამდე ოპოზიციას ვადა თებერვლის ბოლომდე აქვს

ოპოზიცია „ქართულ ოცნებას" საარჩევნო სისტემის ახალ ვარიანტს შესთავაზებს. ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ განაცხადა. საუბარია გერმანული მოდელის მოდიფიცირებულ ვარიანტზე, რომელშიც მაჟორიტარების რაოდენობა შემცირებული იქნება. ამით ოპოზიცია პარლამენტში პოლიტიკური კრიზისების შექმნის რისკების შემცირებას აპირებს, ამავდროულად, მაქსიმალურად დაცული იქნება პროპორციულობის პრინციპი. ოპოზიციის წარმომადგენლები არ აკონკრეტებენ, თუ რა ვარიანტებზეა საუბარი. „ევროპული საქართველოს“ წევრის, ლევან თარხნიშვილის თქმით, ვარიანტები საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება მას შემდეგ, რაც ოპოზიციური პარტიები საბოლოოდ შეთანხმდებიან. მისივე თქმით, ოპოზიციისთვის მიუღებელია ის სისტემა, რომელიც ხელისუფლებამ ოპოზიციას შესთავაზა.

"ჩვენ, გარკვეულწილად, ოპოზიციის შიგნით გვაქვს მოლაპარაკებები ვმუშაობთ ახალ შუალედურ ვარიანტებზე, რომელიც, თუ შევთანხმდებით, უახლოეს მომავალში გაჟღერდება. ჩვენთვის 100/50-ზე მიუღებელია და ამის შესახებ იქვე შეხვედრაზე ითქვა“, - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა. საკანონმდებლო ორგანოს თავჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, მმართველმა პარტიამ ოპოზიციას საკმაოდ კომპრომისული ვარიანტი შესთავაზა, მისივე თქმით, საარჩევნო სისტემის შეთანხმებამდე ოპოზიციას ვადა თებერვლის ბოლომდე აქვს, მისივე თქმით, სხვა შემთხვევაში საკონსტიტუციო ცვლილებები არჩევნებამდე ვერ მოესწრება.

"თებერვლის ბოლოს თუ შეთანხმება არ შედგა, პარლამენტი უკვე ვეღარ მოასწრებს ცვლილებების განხორციელებას კონსტიტუციაში, შესაბამისად, თებერვლის ბოლომდე მნიშვნელოვანია, რომ ვნახოთ ოპოზიციის პრაგმატული პასუხი ამ შეთავაზებაზე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY