27/07/201 758 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"ოცნების" წინასაარჩევნო სტრატეგია - მმართველი გუნდი თავისუფალ მედიას ღიად უპირისპირდება

"ფეისბუქის" მიერ დაბლოკილი ბოტები და ტროლები სოციალურ ქსელში სამთავრობო ანგარიშებმა ჩაანაცვლეს. სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ოფიციალური გვერდები, რომლებიც წესით ქვეყნის ინტერესებს უნდა იცავდნენ და ანტიდასავლური და პრორუსული პროპაგანდის წინააღმდეგ მუშაობდნენ, წინასაარჩევნოდ განსაკუთრებით გააქტიურდნენ. ანგარიშების მთავარი სამიზნე კრიტიკული მედია საშუალებებია.
"მთავარი არხის" მწვავე რეპორტაჟებით გაღიზიანებული ხელისუფლების ლიდერების რეაქცია მყისიერად აისახება სახელმწიფო სტურქტურის ოფიცილაურ "ფეისბუქზე", საიდანაც მედიაზე ღია შეტევამ ყოველდღიური სახე მიიღო.
აღნიშნული გვერდები ყალბი "ფეისბუქ" ანგარიშები არ გეგონოთ. საქმე ეხება მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ოფიციალურ სოციალურ ქსელს. სამსახურები, რომლებიც უსაფრთხოების გამოწვევებისა და რუსული პროპაგანდის წინაღმდეგ უნდა მუშაობდნენ, დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციების გაშავებით არიან დაკავებულები. დეპარტამენტმა, რომლის მუშაობაც არც ისე გამჭირვალე და საჯაროა, როგორც ჩანს, სამთავრობო სტრუქტურების დამატებითი პიარ სამსახურის ფუნქცია შეითავსა და არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპონენტების წინააღმდეგ კიდევ უფრო გააქტიურდა.
მედიის განვითარების ფონდის კვლევით დგინდება, რომ "ოცნების" ხელისუფლებას, განსაკუთრებით "მთავარი არხის" მიერ მომზადებული სიუჟეტები აღიზიანებს და მთავრობის სტრატკომებიც ყველაზე მეტად სწორედ "მთავარის" გაშავებაზე არიან ორიენტირებულნი. სამაგიეროდ, ამავე სტრატკომის გვერდებზე თითქმის ვერ შევხვდებით იმ ღიად პრორუსული გამოცემებისა და ტელევიზიების კრიტიკას, რომლებიც თავის მხრივ, სამთავრობო გუნდთან საკმაოდ ჰარმონიულად თანამშრომლობენ.
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპატრამენტის დეკლარირებული მიზანი ანტიდასავლური და პრორუსული პროპაგანდის წინააღმდეგ მუშაობაა. მაგალითად, ღარიბაშვილის უწყებამ ე.წ "ფეიკ ნიუსებთან" ბრძოლა არჩია და ამ ბრძოლაში საგარეო საფრთხე სულ გადაავიწყდა.
რატომ იკისრა მოახლოებული გადამწყვეტი არჩევნების წინ მთავრობამ მედიაცენზორის ფუნქცია, ალბათ, რთული მისახვედრი არაა. ოპოზიციური მედიასაშუალებების წინააღმდეგ დარაზმულია როგორ სამთავრობო ტელევიზიები, ასევე მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი და უშუალოდ "ოცნების" პირველი პირები. მაგალითად, კახა კალაძის მიერ მომზადებული გადაცემათა ციკლი, რომელშიც თბილისის მერმა და ყოფილმა ფეხბურთელმა ტელეწამყვანობაც შეითავსა და ოპოზიციურ მედიას თავისი ფლანგიდან შეუტია.
რას ემსახურება ქვეყნის მთავარი გამოწვევის - ოკუპანტი ქვეყნისგან მომდინარე მძლავრი დეზინფორმაციული კამპანიის დღის წესრიგიდან გაქრობა? უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე "ოცნების" გუნდის ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მათივე პრორუსული განწყობებით ხსნის.
გუნდი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ღიად პრორუსული განცხადებებით გამოირჩევა, 8 წლის განმავლობაში სწორედ რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკის გზას ირჩევს. სატელევიზიო არქივი არაერთი განცხადებას ინახავს, რომელიც მმართველი გუნდის გაცხადებულ სტრატეგიაზე ღიად მიუთითებს. 
ტროლების ქარხნის შექმნელი და ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელებაში "ფეისბუქის" მიერ ორგზის დადანაშაულებული "ქართული ოცნება" ახლა ცდილობს, სიბინძურე ჩამოირეცხოს და ე.წ. "ფეიკ ნიუსებთან" ბრძოლის პოლიტიკით დღის წესრიგიდან ჰიბრიდული ომის საფრთხეები და მის მიერ ამუშავებული ტროლები გადაფაროს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • პირველები - 4 დეკემბერი, 2022.
      8 საათზე, 4 დეკ
    • მთავარი 6-ზე - 4 დეკემბერი, 2022.
      6 საათზე, 4 დეკ
    • ქრონიკა 5-ზე - 4 დეკემბერი, 2022.
      5 საათზე, 4 დეკ
    • პირველები 3-ზე - 4 დეკემბერი, 2022.
      3 საათზე, 4 დეკ
    • მთავარი 3-ზე - 4 დეკემბერი, 2022.
      3 საათზე, 4 დეკ
    • მთავარი 12-ზე - 4 დეკემბერი, 2022.
      12 საათზე, 4 დეკ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • პოლიტიკური კვირა - 4 დეკემბერი, 2022.
      4 დეკემბერი
    • P.S. - 4 დეკემბერი, 2022. ომი უკრაინაში
      4 დეკემბერი
    • Post Factum - 4 დეკემბერი, 2022.
      4 დეკემბერი
    • იმედის კვირა - 4 დეკემბერი, 2022.
      4 დეკემბერი
    • დროება - 4 დეკემბერი, 2022. დროების ექსკლუზივი - სააკაშვილის ხმა „ვივამედიდან“
      4 დეკემბერი
    • დღის ამბები - 4 დეკემბერი, 2022.
      4 დეკემბერი
    • დღის ამბები - 4 დეკემბერი, 2022.
      4 დეკემბერი
    • მე- 17 სართული - 4 დეკემბერი, 2022. ეს ქვეყანა შენია”- შენ გაიზიარე პასუხისმგებლობა
      4 დეკემბერი
    • შუადღე live - 4 დეკემბერი, 2022.
      4 დეკემბერი
    • ჩვენი ოჯახი - 4 დეკემბერი, 2022.
      4 დეკემბერი
    • დილის შოუ - 4 დეკემბერი, 2022.
      4 დეკემბერი
    • კონტექსტი - 3 დეკემბერი, 2022.
      3 დეკემბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 0

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 100

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 0

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY