26/07/202 625 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მეუფე დანიელი - ეს არის უკვე ანტიქრისტეს მოსვლის წინა პერიოდი

ეს არის უკვე ანტიქრისტეს მოსვლის წინა პერიოდი, - ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. მან ქადაგებისას წინასწარმეტყველ ელია თეზბიტელის შესახებ ისაუბრა, რომელსაც, მისი თქმით, უფალი ბოლო ჟამს დედამიწაზე მოავლენს.
„როგორც ელია თეზბიტელი იქნება ბოლო ჟამს მქადაგებელი ჭეშმარიტი სარწმუნოებისა და დამცველი ჭეშმარიტი სარწმუნოებისა, ასევე ის ქვეყანა, რომელსაც მიენიჭა მისი სიწმინდე მოწოდებულია, რომ იყოს ჭეშმარიტი დამცველი მართლმადიდებლობისა და სწორედ ამისთვის ამზადებს უფალი ამ ქვეყანას. ამიტომ დაუდგინა მფარველად ღვითისმშობელი და არ არის შემთხვევითი, რომ თანდათან ჩვენ ვხედავთ სწორედ ამ ჟამის მოახლოებას, მრავალი ნიშანია და მთავარი ნიშანი, როგორც უფალი სახარებაში ბრძანებს, არის გამრავლება ცრუ მოძღვრებათა და ცრუ წინასწარმეტყველებათა იმ სახით, ისეთი მასშტაბით, როცა თვით რჩეულნიც, რჩეული ქრისტიანული ერები და ქვეყნებიც კი ცდუნდებიან. აი, ეს არის უკვე სწორედ ანტიქრისტეს მოსვლის წინა პერიოდი და ჩვენ ბოლო საუკუნეებში ვხედავთ, რომ რჩეული ქრისტიანული ერები თანდათან კარგავენ სარწმუნოებას და მათში სულ უფრო და უფრო მატულობს ღვთის სარწმუნოების მოწინააღმდეგე მდევნელი ძალები“, - აღნიშნა მეუფე დანიელმა. მან ისაუბრა ასევე ილია ჭავჭავაძის შესახებ, რომელსაც როგორ მეუფე დანიელი აღნიშნავს, განსაკუთრებული როლი ჰქონდა მე-19 საუკუნეში ანტიეროვნული და ანტიქრისტიანულ ფასეულობებთან ბრძოლაში. მეუფე დანიელის თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ მას ილია ერქვა და არც ის არის შემთხვევითი, რომ მე-20 საუკუნეში მოგვევლინა პატრიარქი, ასევე ილიას სახელით. მეუფე დანიელი ამბობს, რომ ბოროტი ძალები ცდილობენ ჩრდილი მიაყენონ პატრიარქს, ისევე როგორც ამას აკეთებდნენ ილია ჭავჭავაძის შემთხვევაში.
„ მე-19 საუკუნეში, როცა საქართველოში შემოდიოდა უკვე სული უწრმუნოებისა, სული ღვთის ბრძოლისა, ეროვნული ფასეულობების უარყოფისა, სწორედ მაშინ ღმერთმა მოუვლინა საქართველოს წმინდა ილია მართალი, ილია ჭავჭავაძე, რომელიც აღიმართა ვითარცა სალი კლდე ამ ბოროტი მანქანების წინააღმდეგ და არ არის შემთხვევითი, რომ მას ერქვა ილია, რადგან სწორედ თეზბიტელის შემართებით მხნედ ებრძოდა იგი ყოველგვარ ანტიეროვნულ, ანტიქრისტიანულ ფასეულობებს. მის გვერდში იბრძოდა აკაკი წერეთელი და დასი მთელი ჩვენი ღირსეული მამულიშვილებისა. არ არის გასაკვირი, როცა მე-20 საუკუნის დასასრულს ჩვენ მოგვივლინა ეკლესიის წინამძღოლად უფალმა პატრიარქი, რომლის სახელი არის ილია, თეზბიტელის სახელი. ისიც ასევე კიდევ უფრო გაძლიერებულ ბრძოლას სარწმუნოებასთან, სულიერ ფასეულობებთან დაუპირისპირდა და უპირისპირდება თავისი სიკეთით, არა აგრესიით, სიყვარულის, სიწმინდის მაგალითებით და ბოროტი ძალა ცდილობს, რომ როგორმე ჩრდილი მიაყენონ ამ ღვაწლს, ისევე როგორც ცდილობდნენ ილიასთვის ჩრდილი მიეყენებინათ და ეს არის ცნობილი ბოროტი ძალის იარაღი სიკეთის მიმართ ცილისწამება. აბსურდია ის ცილისწამებები, რომელიც იყო ილია მართალის წინააღმდეგ, ჩვენი დიდი პატრიარქის წინააღმდეგ, რადგან მისმა საქმეებმა ჩვენი ერი გამოიყვანა იმ სულიერი უძლურებიდან, რომელშიც იყო ჩვენი ქვეყანა მე-19 და განსაკუთრებით მე-20 საუკუნეში და რომ ჩვენი ერი ფეხზე დადგა. ამის ნიშანი იყო წლევანდელი წელი, როცა მთელს მსოფლიოში შეწყდა რელიგიური მსახურება და მართლმადიდებელ ეკლესიებში აიკრძალა მრევლის მისვლა, აღდგომას მხოლოდ საქართველოში იყო ისეთი მრევლი, რომელიც არ შეუშინდა განსაცდელს და იდგა და ადიდებდა უფალს აღდგომას. ეს არის გამარჯვება, ეს არის პატრიარქის ღვაწლის ნაყოფი“, - განაცხადა მეუფე დანიელმა.
მეუფემ ქადაგების დასასრულს ხაბურძანიები, ხაბურზანიები და ქაბურძანიების გვარები დალოცა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY