24/07/201 206 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

რამზან კადიროვი მაიკ პომპეოს საპასუხო სანქციებს უწესებს

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, რამზან კადიროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კადიროვის თქმით, ის ცვლის გადაწყვეტილებას პომპეოს რეგიონში მიწვევის შესახებ.
„ვაცხადებ, მის წინააღმდეგ ამოქმედდეს რესპუბლიკაში არსებული ყველა სანქცია, მათ შორის ანგარიშების დაბლოკვის შესახებ. მათ ჩემს წინააღმდეგ იგივე გააკეთეს,“- აღნიშნა კადიროვმა. მისივე თქმით, არ ესმის, რატომ დაუწესა მაიკ პომპეომ მასსა და მის ოჯახს სანქციები, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ მომხდარით ამაყობს.
„ამით უნდა ვიამაყოთ, ეს ნიშნავს, რომ გვიცნობენ, გლობალურ საკითხებში მსოფლიო დონეზე გვაყენებენ, ჩვენი სახელი მათთვის მნიშვნელოვანია,“- აღნიშნა კადიროვმა.
შეგახსენებთ, 20 ივლისს აშშ-მა რამზან კადიროვს სანქციები დაუწესა. სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ სანქციების დაწესების მიზეზი ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევებია.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 80

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 0

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA