18/07/201 042 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

სალომე ზურაბიშვილი - არ არსებობს სანქციების საფუძველი აშშ-ს მხრიდან

საქართველოს პრეზიდენტი უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს მოუწოდებს, ყურადღება მიაქციონ, როგორ მიეწოდებათ საქართველოს მოქალაქეებს მათი განცხადებები, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა დისკუსიაზე "პანდემიის პერიოდში საქართველოს გამოცდილება: გამოწვევები, შესაძლებლობები, გზა მომავლისკენ" სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.  პრეზიდენტს მაგალითად აშშ-ს კონგრესის ასიგნებების კომიტეტში კანონპროექტის ბოლოდროინდელი განხილვა მოჰყავს. ამბობს, რომ ეს დამახინჯებული წარმოჩინებაა და არ არსებობს სანქციების საფუძველი. ზურაბიშვილი ამ საკითხის გაკონტროლების პირობასაც დებს. 
ასევე, პრეზიდენტმა კოვიდკრიზისთან დაკავშირებითაც ისაუბრა - განაცხადა, რომ ეს საქართველოსთვის, ისევე როგორც სხვა დანარჩენი ქვეყნებისთვის, რთული გამოცდილება იყო. მისი ტესტი ქვეყანამ წარმატებით ჩააბარა. პრეზიდენტმა ევროკავშირის, საერთაშორისო საზოგადოებისა და ფინანსური ორგანიზაციებისგან მიღებულ ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და ფინანსურ მხარდაჭერაზეც ისაუბრა. განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოს შეყვანა 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში, ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია.
ეს იმის ნიშანია, რომ საქართველო და ევროპა ერთმანეთისათვის მხოლოდ სამოგზაურო ადგილი არაა, ეს ჟესტი სოლიდარობის ნიშანიცაა, რომელიც ვაქცინის გამოგონებასთან ერთად, მომავალშიც უნდა შენარჩუნდეს და თითოეულ ქვეყანას თანაბრად უნდა ჰქონდეს მასზე წვდომა, - ამბობს ზურაბიშვილი. 
აღნიშნულ შეხვედრაზე მან პატივი გამოხატა ქართული ჯანდაცვის სისტემის მიმართ და თქვა, რომ მან პანდემიის პერიოდში უდიდესი როლი ითამაშა. ზურაბიშვილმა ლუგარის ლაბორატორიის მუშაობაობაზეც ისაუბრა. თქვა რომ, მათი შრომა პანდემიის თითოეულ ეტაპზე დასაფასებელია და პრეზიდენტს "ფეიქ-ნიუსებთან" ბრძოლა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.
ზურაბიშვილმა, საკონსტიტუციო ცვლილებებზეც ისაუბრა. ამბობს, რომ ეს შემოდგომაზე დემოკრატიული არჩევნების ჩატარების წინაპირობაა. მისივე თქმით,შედეგისა და კონსენსუსის მიღწევაში დიპლომატიური საზოგადოებისა და ფასილიტატორი ელჩების ჩართულობას დიდი წვლილი მიუძღვის.
მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის წინააღმდეგ წარმატებულ ბრძოლასთან ერთად შევძელით წინსვლა - ეს უკვე პოლიტიკური წარმატების ისტორიაა. მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები. მიუხედავად საკმაოდ დაძაბული და რთული დასაწყისისა, პროცესი, როგორც შემოდგომაზე დემოკრატიული არჩევნების ჩატარების წინაპირობაა, თავის პოზიტიურ დასასრულამდე მივიდა, - ამბობს ზურაბიშვილი.
სიამაყით ისაუბრა საკუთარ როლზე საკონსტიტუციო ცვლილების მიღებაში და თქვა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის როლი დროული იყო, რადგან მისი თქმით, ამ ნაბიჯით ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობა აღმოფხვრა.
ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსლისას ბორდერიზაციასა და მცოცავ უკუპაციაზეც ისაუბრა. ამბობს, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში, მძევლები თითქმის ყოველდღიურად აჰყავთ, გრძელდება ბორდერიზაცია და გამშვები პუნქტების დაუსრულებლად გახსნა-დაკეტვა, რაც პრეზიდენტის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მის მოსახლეობას, უკიდურესად მწვავე ჰუმანიტარულ მდგომარეობას უქმნის.
სალომე ზურაბიშვილმა, ასევე ისუბრა საქართველო-უკრაინის ურთიერთობაზე. პრეზიდენტი პირობას დებს, რომ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობებისა და ტრადიციული მეგობრობის განახლებას შეეცდება. 
საქართველოს მთავრობის მიმართ პროვოკაციული ტონი, რომელიც ასევე შეიცავს ხელისუფლების არალეგიტიმურად დახასიათებას და მომდინარეობს უცხო ქვეყნის სამსახურში მყოფი, უცხო ქვეყნის
მოქალაქისგან, უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე. მინდა თქვენ და თქვენი საშუალებით თქვენს ხელისუფლებებს მოგმართოთ, მოახდინოთ ზომიერი და საგულისხმო გავლენა, წაახალისოთ გარკვეული რაციონალურობა, რათა საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობა ორივე სახელმწიფოს საერთო ინტერესების გათვალისწინებით წარიმართოს, - ამბობს ზურაბიშვილი. 

ზურაბიშვილმა საქართველოს ეკონომიკაზეც ისაუბრა. ამბობს, რომ ქვეყანამ ეკონომიკის განახლების ახალი გზები უნდა იპოვოს, რადგან, მისი თქმით, ტურიზმზე დამოკიდებული ეკონომიკა ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას, ამ ეტაპზე, ვერ შეძლებს. 
პრეზიდენტი საკმაოდ ოპტიმისტურად არის განწყობილი და თვლის, რომ ქვეყანა თავისუფალი არჩევნების მიმართულებით წავა, რაც მისი თქმით, საქართველოს დემოკრატიის ახალი ეტაპი იქნება. სალომე ზურაბიშვილია ასევე ამბობს, რომ საქართველომ ნატოსკენ სვლა უნდა გააგრძელოს. 

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 9-ზე - 30 ნოემბერი, 2022.
      9 საათზე, 30 ნოე
    • მოამბე - 30 ნოემბერი, 2022.
      9 საათზე, 30 ნოე
    • კურიერი - 30 ნოემბერი, 2022.
      9 საათზე, 30 ნოე
    • ქრონიკა 8-ზე - 30 ნოემბერი, 2022.
      8 საათზე, 30 ნოე
    • ფორმულა 8-ზე - 30 ნოემბერი, 2022.
      8 საათზე, 30 ნოე
    • პირველები - 30 ნოემბერი, 2022.
      8 საათზე, 30 ნოე

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • იმედი LIVE - 30 ნოემბერი, 2022.
      30 ნოემბერი
    • პირველი ხაზი - 30 ნოემბერი, 2022.
      30 ნოემბერი
    • ღამის კურიერი - 30 ნოემბერი, 2022.
      30 ნოემბერი
    • სხვა ნანუკა - 30 ნოემბერი, 2022. 84 წლის მასწავლებელი გალიდან - ემა ქეცბაია • ინგა ჩხეიძის ამბავი • მეომარი ძმების ოჯახი ქუჩაში რჩება
      30 ნოემბერი
    • ბარიერი - 30 ნოემბერი, 2022. ნატო ჩხეიძე
      30 ნოემბერი
    • საჯარო პოლიტიკა - 30 ნოემბერი, 2022.
      30 ნოემბერი
    • გიორგი თარგამაძის ფორმულა - 30 ნოემბერი, 2022. რა საახალწლო სლოგანი ურჩევნია თბილისს — სიტყვები, რომელიც ქუჩებში ყველაზე ხშირად გვხვდება ▪️ უკრაინის საომარი ზამთარი და რუსეთის მომავალი
      30 ნოემბერი
    • სპექტრი - 30 ნოემბერი, 2022.
      30 ნოემბერი
    • დღის სტუმარი - 30 ნოემბერი, 2022.
      30 ნოემბერი
    • კომეტარი - 30 ნოემბერი, 2022.
      30 ნოემბერი
    • დღის ამბები - 30 ნოემბერი, 2022.
      30 ნოემბერი
    • დღის სტუმარი - 30 ნოემბერი, 2022.
      30 ნოემბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 100

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 0

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA