15/07/201 375 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ანატოლი ბიბილოვი - სოფელ წნელისის პრობლემა ძალის გამოყენებით ვერ მოგვარდება, საჭიროა დიპლომატიური ძალისხმევა

სოფელ წნელისში განთავსებულ ქართულ საგუშაგოსთან დაკავშირებული პრობლემა ძალის გამოყენებით ვერ მოგვარდება და საჭიროა დიპლომატიური ძალისხმევა, - ამის შესახებ ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. „პრეზიდენტმა“ ანატოლი ბიბილოვმა დღეს გამართულ ე.წ. პარლამენტის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ე.წ. “საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მუშაობის შედეგი, ფაქტობრივად, „ნულის ტოლი იყო.“
„საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მუშაობის შედეგი, ფაქტობრივად, ნულის ტოლი იყო. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებისას წინა ხელისუფლებამ შეცდომები დაუშვა, თუმცა დღეს დამნაშავის ძებნა სულმდაბლობაა. მესაზღვრეები დგანან საზღვარზე იქ, სადაც ისინი 1922 წლის შემდეგ არასდროს მდგარან და ეს დღევანდელი სწორი და დროული გადაწყვეტილების დამსახურებაა, რომელიც დაძაბულობის შემდგომ ესკალაციას თავიდან აგვაცილებს,“- აღნიშნა ბიბილოვმა. მისივე თქმით, მთავარია პრობლემა მშვიდობიანად გადაწყდეს.
„სოფელ წნელისში განთავსებულ უკანონო ქართულ საგუშაგოსთან დაკავშირებული პრობლემა ძალის გამოყენებით ვერ მოგვარდება და საჭიროა დიპლომატიური ძალისხმევა. მნიშვნელოვანია, რომ სისხლისღვრა ავიცილოთ და ხალხის უსაფრთხოება შევინარჩუნოთ,“- განაცხადა ბიბილოვმა. ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA