15/07/20915 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

სოფო კილაძე - ბიძინა ივანიშვილი „ოცნების“ პირველი ნომერი და განუყოფელი ნაწილია, მის გარეშე პარტია ვერ წარმომიდგენია

ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ პირველი ნომერი და განუყოფელი ნაწილია. ბიძინა ივანიშვილის გარეშე მე „ქართული ოცნება“ ვერ წარმომიდგენია,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გუშინდელი შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რატომ არ ჩანს საჯაროდ ბიძინა ივანიშვილი. კილაძე ამბობს, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ გუშინდელ სხდომაში ივანიშვილმა მონაწილეობა ვირტუალურად მიიღო.
„ის, როგორც პარტიის თავმჯდომარე ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში არის ჩართული და თქვენ რატომ გიკვირთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტსაბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა? რა მნიშვნელობა აქვს, დღეს მთელი მსოფლიო ვირტუალურად უკავშირდება ერთმანეთს. მე პირადად არაერთ ვირტუალურ კონფერენციაში მიმიღია მონაწილეობა, შიდა გუნდურ შეკრებებსაც ვირტუალურად ვაკეთებთ, ამაში, დღეს, 21-ე საუკუნეში, კოვიდ 19-ის პირობებში რა არის გასაკვირი, რომ ბიძინა ივანიშვილი ვირტუალურად ჩაერთო პოლიტსაბჭოს სხდომაზე?“-განაცხადა კილაძემ ჟურნალისტებთან.
შეგახსენებთ, გუშინ ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში საარჩევნო შტაბის სხდომა გაიმართა. ადგილზე არ იმყოფებოდა ბიძინა ივანიშვილი.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 0

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA