15/07/201 054 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

რომან გოცირიძე - ივანიშვილისთვის „ოცნების“ ყველა წევრი ვირუსმატარებელია, კვლავ ვიხილავთ ბუნკერიდან საუბრებს "ოცნების" ოფისთან

ფრაქცია " ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ საარჩევნო შტაბის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის არყოფნის მიზეზს პანდემიას უკავშირებს. როგორც გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ივანიშვილს როგორც ჩანს ჯერ "ვირუსგაუვალი" სკაფანდრი არ აქვს.
"ბიძინა ივანიშვილი მსგავს შეხვედრებს რომ დაესწროს, საჭიროა სამი რამ: ან უნდა გამოიგონონ ვაქცინა ,ან ვირუსგაუვალი სკაფანდრი იყიდოს და ისე მივიდეს და როგორც ჩანს, მას ჯერ ეს სკაფანდრი არ აქვს ან მესამე - უნდა დაძლიოს შიში. უახლოეს პერიოდში არ არსებობს თეორიული შანსი ამ სამიდან რომელიმეს შესრულების. ასე რომ, ჩვენ კვლავ ვიხილავთ ბუნკერიდან საუბრებს "ქართული ოცნების" ოფისთან. ბიძინა ივანიშვილისთვის პოლიტსაბჭოს ყველა წევრი არის პოტენციურად ვირუსმატარებელი,"- განაცხადა გოცირიძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საარჩევნო შტაბის სხდომა გაიმართა. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი არ ესწრებოდა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 0

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 40

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,