14/07/202 525 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: babajana.com

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი სააკაშვილზე - კერძო პირის განცხადებები ჩვენს ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს ვერ დაანგრევს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრი კულება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამების გამო საქართველოს საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩის დაბარების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ კერძო პირის გამონათქვამების გამო პასუხის გაცემა სახელმწიფოს უწევს.
მისივე თქმით, სააკაშვილის გარშემო ვითარება სამწუხაროა, ვინაიდან, უკრაინის მოქალაქე, რომელსაც არ გააჩნია სახელმწიფოს პოზიციის გახმოვანების უფლებამოსილება, აქტიურად აკეთებს კომენტარებს საქართველოში არჩევნების წინ არსებულ სიტუაციაზე.
„ყოველი მისი განცხადება მთავრდება იმით, რომ უკრაინის ელჩს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იბარებენ და იქ მას ბატონი სააკაშვილის განცხადებების გამო უკმაყოფილებას უცხადებენ. დისბალანსი შემდეგშია – კერძო პირი გამოდის, ხოლო პასუხის გაცემა სახელმწიფოს უწევს“,- განაცხადა კულებამ.
მისივე თქმით, უკრაინას ესმის საქართველოში შექმნილი „სენსიტიური სიტუაცია“ არჩევნების წინ და აფასებს ქართველ პარტნიორებთან მეგობრობას.
„ვიმედოვნებთ, რომ ურთიერთობები დასტაბილურდება, რადგან კერძო პირის განცხადებები ვერ დაანგრევს ჩვენს ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს“, - განაცხადა კულებამ.
მისივე თქმით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია მაქსიმალურად მკაფიოა, „ბატონი სააკაშვილი კერძო პირია და საქართველოში სიტუაციასთან დაკავშირებით თავის კომენტარებში ის არ წარმოადგენს უკრაინის პოზიციას“.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY