13/07/201 001 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

გია ვოლსკი - "ზოგს დაიჭერენ, ზოგს ფეხში დაჭრიან, ეგ არის ოკუპაცია, აბა რა გგონიათ"

სახალხო დამცველის განცხადებამ, ოკუპირებულ რეგიონში არსებულ მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით, უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი გააღიზიანა.
"ზოგს დაიჭერენ, ზოგს ფეხში დაჭრიან, ეგ არის ოკუპაცია, აბა რა გგონიათ, რომ ოკუპაცია კარგია?!...იქნებ სამხედრო დარგში რაღაც გამოცდილება და პროფილი გააჩნია სახალხო დამცველს? ასე რომ, ბრტყელ-ბრტყელი განცხადებების კეთება პოლიტიკური პლატფორმიდან ადვილია, მაგრამ სახელმწიფოს არ უნდა აკრიტიკებდე ეგეთ რამეზე“ - ამბობს ვოლსკი და ომბუდსმენის განცხადებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.ოკუპაციაზე საუბრისას, გია ვოლსკიმ ტრადიციულად წინა ხელისუფლება დაადანაშაულა და თქვა, რომ ის უკანონობა, რაც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკის შედეგია და პასუხისმგებლობაც წინა ხელისუფლებას ეკისრება.
„ოკუპაციის დამახასიათებელი არის ის უკანონობა, რაც დღეს სუფევს რეგიონში, ამ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით საოკუპაციო ხაზთან, მაგრამ ამ ყველაფერში მას ხელი შეუწყო იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც მაშინ მართავდა სიტუაციას და წავიდნენ იმ გეგმის საწინააღმდეგოდ, რომელიც მაშინ ჰქონდა აშშ-ის და ევროკავშირს; დღეს ხდება ასეთი უკანონობები, მაგრამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ ძალამ, რომელიც ყველაზე ხმამაღლა გაჰყვირის, მაგრამ ამავე დროს არის მონაწილე ამ უბედურებისა, რაც რუსეთმა თავს დაგვაწია.“სახალხო დამცველის მოსაზრებით კი, ქართულ მხარეს არ აქვს არანაირი ეფექტური ფორმატი, რომლის ფარგლებში განიხილავს საოკუპაციო ხაზთან ადამიანების გატაცებისა და უფლებების დარღვევის ფაქტებს. ნინო ლომჯარია დღეს ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახსაც შეხვდა. შეგახსენებთ, 33 წლის მამაკაცი 12 ივლისს დააკავეს. მას ე.წ. მესაზღვრეებმა ცეცხლი გაუხსნეს და ზაზა გახელაძე დაჭრეს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 6-ზე - 27 სექტემბერი, 2022.
      6 საათზე, 27 სექ
    • ქრონიკა 5-ზე - 27 სექტემბერი, 2022.
      5 საათზე, 27 სექ
    • მთავარი 3-ზე - 27 სექტემბერი, 2022.
      3 საათზე, 27 სექ
    • ფორმულა 12-ზე - 27 სექტემბერი, 2022.
      2 საათზე, 27 სექ
    • მთავარი 12-ზე - 27 სექტემბერი, 2022.
      2 საათზე, 27 სექ
    • მთავარი  9-ზე - 26 სექტემბერი, 2022.
      9 საათზე, 26 სექ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • კომენტარი - 27 სექტემბერი, 2022. 29 წელი სოხუმის დაცემიდან 🔴 უწყვეტი რიგები ლარსის გამშვებ პუნქტზე
      27 სექტემბერი
    • დღის ამბები - 27 სექტემბერი, 2022.
      27 სექტემბერი
    • დღის სტუმარი - 27 სექტემბერი, 2022.
      27 სექტემბერი
    • დღის ამბები - 17 სექტემბერი, 2022.
      27 სექტემბერი
    • შენი შუადღე - 27 სექტემბერი, 2022.
      27 სექტემბერი
    • დილის საუბრები - 27 სექტემბერი, 2022.
      27 სექტემბერი
    • მხოლოდ ლელასთან - 26 სექტემბერი, 2022. აკია ბარბაქაძე
      26 სექტემბერი
    • ფარული კონვერტი  - 26 სექტემბერი, 2022.
      26 სექტემბერი
    • პატარები სდიდი შოუ - 26 სექტემბერი, 2022.
      26 სექტემბერი
    • პოლიტიკის ფორმულა - 26 სექტემბერი,2022. მობილიზაციას გამოქცეული რუსები — რა ხდება ამ წუთებში რუსეთ საქართველოს საზღვარზე?
      26 სექტემბერი
    • საჯარო პოლიტიკა - 26 სექტემბერი, 2022.
      26 სექტემბერი
    • სპექტრი - 26 სექტემბერი, 2022. ვალერი გელბახიანი
      26 სექტემბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 0

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 100

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 0

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA