13/07/201 462 ნახვა წყარო: radiotavisupelba.geფოტო: radiotavisupelba.ge

სააკაშვილი - სამშობლოს გარეშე დარჩენას ნამდვილად არ ვაპირებ და ჩემი სამშობლო საქართველოა

უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მომდევნო 100 დღე საქართველოსთვის გადამწყვეტი იქნება. მისი თქმით, 100 დღეში საქართველო გადარჩება და იქნება ქვეყანა, ან საქართველო აღარ იქნება.
ახალგაზრდებთან გამართული ონლაინდიალოგის დროს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში მას კარგი პოზიცია უკავია, თუმცა ამის მიუხედავად სამშობლოს გარეშე დარჩენას არ აპირებს და მზადაა ბრძოლისთვის:
"მეც შევდივარ სპორტულ ფორმაში, ვემზადები ასევე გადამწყვეტი ნახტომისთვის, მაგრამ ეს ნახტომი არ უნდა იყოს, სასურველია, არ იყოს უფსკრულში, რადგან უფსკრულში მიდის ჩვენი ქვეყანა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
„ჩვენ აქ გვიკეთებენ ანესთეზიას საქართველოში, ანესთეზიას გვიკეთებენ, რომ დაწყნარდით, გაჩუმდით, ხელი არ გაანძრიოთ, ფეხი არ გაანძრიოთ. ეკონომიკას კლავენ. რატომ არ უშვებენ ტურისტებს, ტურისტები არის ერთადერთი, რითაც ცხოვრობს საქართველო. არ უშვებენ, რადგან რაც მეტად ღარიბი იქნება ხალხი, მით უფრო ადვილად, უფრო იაფად გაიყიდება, ივანიშვილის აზრით”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით, ახლა უმთავრესია მომავლის რწმენის განმტკიცებაზე მუშაობა და ამისთვის ყველა პარტიამ უნდა იზრუნოს:
„არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიაა, ვინ ვისთან ძოვს, ვერ ძოვს, გადავდოთ ეს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ახალგაზრდებთან ონლაინსაუბარში.
ონლაინჩართვისას საქართველოს მართლმსაჯულებაში არსებულ პრობლემებზე საუბრისას მან განაცხადა, რომ სასამართლო დამოუკიდებელი უნდა იყოს:
"ჩემის აზრით, უზენაეს სასამართლოში უნდა ჩამოვიყვანოთ უცხოელი მოსამართლეები და ამ უცხოელ მოსამართლეებს უნდა მივცეთ საშუალება, რამდენიმე წელი მაინც აღასრულონ მართლმსაჯულება", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • კურიერი - 28 ნოემბერი, 2022.
      9 საათზე, 28 ნოე
    • მთავარი 9-ზე - 28 ნოემბერი, 2022.
      9 საათზე, 28 ნოე
    • ქრონიკა 8-ზე - 28 ნოემბერი, 2022.
      8 საათზე, 28 ნოე
    • ფორმულა 8-ზე - 28 ნოემბერი, 2022.
      8 საათზე, 28 ნოე
    • პირველები - 28 ნოემბერი, 2022.
      8 საათზე, 28 ნოე
    • მთავარი 6-ზე - 28 ნოემბერი, 2022.
      6 საათზე, 28 ნოე

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • პირველი ხაზი - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • სთორი - 28 ნოემბერი, 2022. თეონა თავართქილაძე
      28 ნოემბერი
    • მხოლოდ ლელასთან - 28 ნოემბერი, 2022. ეკა ბერუაშვილი
      28 ნოემბერი
    • ბარიერი - 28 ნოემბერი, 2022. ლაშა ტუღუში
      28 ნოემბერი
    • პოლიტიკის ფორმულა - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • საჯარო პოლიტიკა - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • ფარული კონვერტი - 28 ნოემბერი, 2022. გაბრიელა რომანოვა
      28 ნოემბერი
    • სპექტრი - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • დღის სტუმარი - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • დღის ამბები - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • კომენტარი - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • დღის ამბები - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 100

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA