13/07/20918 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

სომხეთის თავდაცვის უწყება - აზერბაიჯანულმა მხარემ ჩვენი პოზიციების მიმართულებით საარტილერიო ცეცხლი განაახლა

2-3 საათიანი პაუზის შემდეგ აზერბაიჯანულმა მხარემ სომხური პოზიციების მიმართულებით საარტილერიო ცეცხლი განაახლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.
„3-4 საათიანი პაუზის შემდეგ აზერბაიჯანულმა მხარემ დღეს დილიდან პროვოკაციული ოპერაციები განაახლა და სომხური პოზიციების მიმართულებით საარტილერიო ცეცხლი კვლავ გახსნა. სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი პასუხი გასცეს. არ არის გამორიცხული, რომ მოწინააღმდეგე მხარეს დანაკარგი განეცადა ”, - დაწერა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესპიკერმა შუშან სტეპანიანმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში.“
შეგახსენებთ, გუშინ აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც, მედიის ინფორმაციით, დაიღუპა 3 და დაშავდა 5 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 40

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 100

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ