11/07/201 289 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

თორნიკე შენგელია - ვიყავი, ვარ და ვიქნები ქართული სულის მატარებელი ყველგან, სანამ სული მიდგას

საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
შენგელია იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც მას აკრიტიკებს და ასევე საზოგადოების ნაწილს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
“პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც გვერდში დამიდგა და მხარდაჭერა გამოხატა ჩემს მიმართ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომეცემა საშუალება პირადადაც გადაგიხადოთ მადლობა! დასაწყისშივე მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ამ განცხადებას არ ვაკეთებ იმისთვის, რომ ვინმესთან თავი ვიმართლო.
რთულია ავუხსნა იმ ადამიანს რაიმე როცა, არაფრის მოსმენა არ სურს და მისი დაფიქსირებული აზრის შეცვლას არც კი განიხილავს. ვერ ავუხსნი ამ ადამიანს თუ რა შეგრძნება მეუფლებოდა როცა 10-11 წლის ვიყავი და საქართველოს ნაკრების თამაშზე აჟღერებული ჰიმნის დროს ტრიბუნებიდან თვალებ დახუჭული ფეხზე ვიდექი და ჩემი თავი მოედანზე მოთამაშეებს შორის წარმომედგინა.
ვერ ავუხსნი ამ ადამიანს თუ რას ნიშნავს ჩემთვის, საქართველოს ნაკრების თამაშის, ტელევიზორიდან ყურება და რა საშინელი შეგრძნებაა როცა შენი კარიერის პიკში ყოფნის დროს შენ ნაკრებს და ქვეყანას ვერ ეხმარები იმიტომ, რომ ეს მესამე და მეოთხე მხარემ გადაწყვიტა.
ვერც იმას ავუხსნი რამხელა სიხარული და ბედნიერება განვიცადე სულ რამოდენიმე დღის წინ როცა ესპანეთის ჩემპიონი გავხდი და მომეცა შესაძლებლობა ქართული დროშა ამეფრიალებინა! ვერც იმას მიხვდება, რომ ევროპის ერთ ერთ საუკეთესო გუნდში გადასვლით მეტი მოგების შესაძლებლობები მომეცემა რაც მეტი ჩვენი დროშის ფრიალს ნიშნავს.
ვერც იმას გაიგებს თუ რამხელა ბედნიერებაა როდესაც ევროპის ერთ ერთი საუკეთესო გუნდი პატივს ცემს ჩემს პატრიოტიზმს და შესაძლებლობას მაძლევს ნაკრების ყველა თამაშზე ჩამოვიდე ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის წინ წასაწევად გამარჯვებისაკენ.
და ვერც იმას ამიხსნით მე თუ რამხელა ტკივილია როდესაც ჩვენი ქვეყანა ჩვენ გმირებს კარგავს, იმიტომ რომ მე ამის ახსნა არ მჭირდება, ეს მე კარგად ვიცი და ისიც ვიცი, რომ თქვენც კარგად იცით, რომ მე ეს ვიცი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე, თორნიკე შენგელია, ვიყავი, ვარ და ვიქნები ქართული სულის მატარებელი ყველგან სანამ სული მიდგას და ამას ვერ შეცვლის ვერც ერთის გაკეთებული კომენტარი თუ განცხადება!
ყველაზე მშვიდად გავივლი ამ განსაცდელს, იმიტომ, რომ ჩემს გვერდით ღმერთი დგას. მხოლოდ მის წინაშე ვარ პასუხისმგებელი და მან კი ნამდვილად იცის თუ ვინ ვარ მე”, - აღნიშნავს შენგელია. ცნობისთვის, მოსკოვის „ცსკა“-მ ქართველ ფორვარდს სამწლიანი ხელშეკრულება გაუფორმა.
,,ბედნიერი ვარ, რომ ვუერთდები ევროლიგის მოქმედ ჩემპიონს და მოუთმენლად ველი კალათბურთელებისა და მწვრთნელების შესანიშნავ ჯგუფთან ერთად თამაშს. ვიმედოვნებ, რომ CSKA-სთან ერთად მივაღწევ ბევრ წარმატებას ევროლიგასა და VTB-ის ლიგაში”, – აცხადებს თორნიკე შენგელია, რომლის კომენტარს რუსული კლუბი ავრცელებს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA