08/07/201 107 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

რომან გოცირიძე - გაურკვეველია, რა კრიტერიუმებით ვუხსნით საზღვარს საფრანგეთს, სადაც საშინელი პანდემია იყო

საზღვარი უნდა გაიხსნას უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვით და აუცილებელი მოთხოვნა უნდა იყოს ე.წ. კოვიდ პასპორტი,- ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მიღებულ გადაწყვეტილებას საზღვრების გახსნის თაობაზე მიესალმება, თუმცა, უსაფრთხოების ნაწილში ის გაუგებარია.
"რა თქმა უნდა, საზღვრების გახსნა აუცილებელი იყო, მაგრამ გაურკვეველია, რა კრიტერიუმებით მოხდა გადაწყვეტილების მიღება, რომ 5 ქვეყანას გაუხსნან საზღვარი უპირობოდ, მაგალითად, ვუხსნით საზღვარს საფრანგეთს, სადაც იყო საშინელი პანდემია და ჩაკეტილია საზღვარი მონტენეგროსთვის, სადაც არ იყო ეს ვირუსი. ძალიან გაურკვეველია, თუ რატომ არ არის აუცილებელი მოთხოვნა ტესტირების პასუხი და რატომ არის სერიოზული რისკის ქვეშ დაყენებული ქვეყანა, როცა ერთადერთ კრიტერიუმად საზღვარზე ტემპერატურის გაზომვა ითვლება. ბევრი რამ არ არის გასაგები. საზღვარი უნდა გაიხსნას უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვით და აუცილებელი მოთხოვნა უნდა იყოს ე.წ. კოვიდ პასპორტი ანუ ცნობა იმ ქვეყნიდან, რომლიდანაც შემოდის ტურისტი, ხოლო ადგილზე ტემპერატურის აღმოჩენის შემთხვევაში, უკვე დამატებით შემოწმება უნდა გაიაროს. ერთი მხრივ, მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას, მეორე მხრივ, იგი არის ძალიან გაუგებარი და შეიცავს სერიოზულ რისკებს. იმედია, მთავრობა გადახედავს თავის გადაწყვეტილებას და მიიღებს ისეთ ზომებს, რომლითაც დაცული იქნება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება,"- განაცხადა გოცირიძემ.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო 5 სახელმწიფოსთან საზღვარს უპირობოდ ხსნის. ესენია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 100

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 0

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
NO IMAGE
  • 100

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,