06/02/201 255 ნახვა წყარო: diaspora.geფოტო: diaspora.ge

გერმანია 1 მარტიდან საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას დაიწყებს

პირველი მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმება შეეძლებათ. გერმანიის საელჩო თბილისში ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც კვალიფიციურ პერსონალს პროცედურის დაწყება უკვე შეუძლია. გერმანიის საელჩოს მონაცემებით, გერმანიაში მუშაობის დასაწყებად ვიზა დაგჭირდებათ, რისთვისაც თბილისში გერმანიის საელჩოს ან გენერალურ საკონსულოს უნდა მიმართოთ. დროებითი ბინადრობის მისაღებად [6 თვე] გერმანიის შრომის ფედერალური სააგენტოს თანხმობაა საჭირო. ამ თანხმობის მისაღებად რამდენიმე პირობა არსებობს, მაგალითად, ხელშეკრულება, რომელიც გერმანელ დამსაქმებელთან უკვე გააფორმეთ, ასევე უმაღლესი განათლების ან ორწლიანი პროფესიული განათლების დამადასტურებელი მოწმობა . გერმანიის კანონმდებლობის მიხედვით, პროფესიული განათლების ხანგრძლივობა მინიმუმ ორი წელი უნდა იყოს. ორწლიანი პროფესიული განათლების პროგრამები საქართველოში მოქმედ პროფესიულ სასწავლებლებში არსებობს, თუმცა ბათუმის პროფესიული კოლეჯის „ბლექსის“ ხელმძღვანელმა, მაია თოიძე აცხადებს, რომ ამ ხანგრძლივობის პროგრამებს ნაკლებად ირჩევენ. ორწლიანი პროგრამები მხოლოდ დუალურია, ანუ როცა, მაგალითად, ტურიზმის მიმართულებით ადამიანი მუშაობის პარალელურად სწავლობს.
"თუ თქვენ გაქვთ უმაღლესი განათლების დიპლომი და არ გსურთ რეგლამენტირებულ პროფესიაში მუშაობა, მაშინ შესაძლებელია საკმარისი იყოს, რომ თქვენი უმაღლესი განათლების დიპლომი მოცემული იყოს Anabin-ის მონაცემთა ბაზაში,“ – აღნიშნულია გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვიზის მიღება ასევე შესაძლებელია, თუკი გერმანიაში გამგზავრება სასკოლო ან პროფესიული განათლების მისაღებად გსურთ. შესაძლებელია პროფესიული განათლებისთვის მოსამზადებელი ენის კურსების გავლაც. პროფესიული განათლების კურსებზე მონაწილეობისთვის საჭიროა მინიმუმ B1-დონეზე გერმანული ენის ცოდნის დადასტურება, თუმცა ეს არ არის საჭირო, თუ ენის ცოდნის მიღება დაგეგმილია მოსამზადებელ კურსებზე, ან ეს ცოდნა დადასტურებულია საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ. სწავლის პარალელურად ნებადართულია მუშაობა კვირაში მაქსიმუმ 10 საათი. კვირაში 10 საათით მუშაობის უფლება გექნებათ მაშინაც, თუკი გერმანიის საელჩოს ეტყვით, რომ გერმანიაში სამუშაო ჯერ არ გიპოვიათ და გამგზავრება სამსახურის მოსაძებნად გსურთ. ამ პერიოდში თქვენ გამოსაცდელი ვადით მუშაობის უფლება გექნებათ.
"გამორიცხულია საქმიანობა დამხმარედ ან შეგირდად,“ – აღნიშნულია გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. თუკი სამუშაო ადგილი გერმანიაში უკვე იპოვეთ და თქვენი კვალიფიკაციაც დადასტურებულია, საელჩოს ან საკონსულოს პირველი მარტიდან დაჩქარებული ვიზის მოთხოვნით შეგიძლიათ მიმართოთ. ეს გულისხმობს იმას, რომ ვიზა სამ კვირაში უნდა მიიღოთ. ვიზის საფასური 75 ევროა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • კურიერი - 28 ნოემბერი, 2022.
      9 საათზე, 28 ნოე
    • მთავარი 9-ზე - 28 ნოემბერი, 2022.
      9 საათზე, 28 ნოე
    • ქრონიკა 8-ზე - 28 ნოემბერი, 2022.
      8 საათზე, 28 ნოე
    • ფორმულა 8-ზე - 28 ნოემბერი, 2022.
      8 საათზე, 28 ნოე
    • პირველები - 28 ნოემბერი, 2022.
      8 საათზე, 28 ნოე
    • მთავარი 6-ზე - 28 ნოემბერი, 2022.
      6 საათზე, 28 ნოე

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ბარიერი - 28 ნოემბერი, 2022. ლაშა ტუღუში
      28 ნოემბერი
    • პოლიტიკის ფორმულა - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • საჯარო პოლიტიკა - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • ფარული კონვერტი - 28 ნოემბერი, 2022. გაბრიელა რომანოვა
      28 ნოემბერი
    • სპექტრი - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • დღის სტუმარი - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • დღის ამბები - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • კომენტარი - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • დღის ამბები - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • დღის სტუმარი - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • დღის ამბები - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • პირველამდე - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 0

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 0

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 100

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA