07/07/202 055 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

სალომე სამადაშვილი - ქვეყანას ელოდება საერთაშორისო იზოლაცია - ეს არის გზავნილი, რომელიც დღეს მივიღეთ ვაშინგტონიდან

დღეს უპრეცედენტო ნაბიჯს დგამს ამერიკის კონგრესი და როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიის მხარდაჭერით აწესებს სანქციებს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან მიმართებაში, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რითაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ გამოქვეყნებული კანონპროექტი შეაფასა, რომელშიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეა საუბარი.
როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, „ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასრულება და მისი გასტუმრება მშვიდობიანი არჩევნების გზით არის სიკვდილ-სიცოცხლისთვის ბრძოლის საქმე“.
„ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც ქვეყანაში გვაქვს უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი და მსოფლიოში არის ასევე უმძიმესი კრიზისი, ამ ფონზე ბიძინა ივანიშვილის კორუმპირებული მმართველობა ფაქტობრივად, საფრთხეს უქმნის იმას, რაზეც ჩვენ დღეს ბევრად უფრო მეტად ვართ დამოკიდებული, ვიდრე ოდესმე. მე მინდა ვთქვა, რომ 30-წლიანი ურთიერთობების ისტორიის მანძილზე საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოსა და აშშ-ს შორის მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხშირად მოგვისმენია კრიტიკა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი მეგობრებისგან და სტრატეგიული მოკავშირეებისგან. ეს ხდება იმიტომ, რომ იმ სრულიად უპრეცედენტო კორუფციის მასშტაბმა, რომელიც ქვეყანაში ივანიშვილმა დაამყარა, შეუძლებელი გახადა დახმარების მიტანა ადამიანებამდე. კორუფცია ჭამს ჩვენს ქვეყანაში ჩვენს მომავალს და ასევე, ჭამს იმ დახმარებას, რომელსაც ჩვენი მეგობრები ჩვენი ქვეყნისთვის გამოყოფენ. ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასრულება და მისი გასტუმრება მშვიდობიანი არჩევნების გზით არის სიკვდილ-სიცოცხლისთვის ბრძოლის საქმე. ჩვენ ან დავამარცხებთ ოქტომბერში ივანიშვილის კორუმპირებულ ავტოკრატიულ რეჟიმს, ან საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ელოდება უკიდურესი სიღარიბე, გაჭირვება და ქვეყანას ელოდება საერთაშორისო იზოლაცია. ეს არის გზავნილი, რომელიც ჩვენ დღეს მივიღეთ ვაშინგტონიდან“, - განაცხადა სამადაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,