ალან ჯუსოევი - საქართველოს შსს-ს პოსტები განთავსებულია ჩვენ ტერიტორიებზე დაკვირვების მიზნით
საქართველოს შსს-ს პოსტები „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიის სიახლოვეს განთავსებულია ჩვენ ტერიტორიებზე დაკვირვების მიზნით. მათი იქ ყოფნა საფრთხეს უქმნის „სამხრეთ ოსეთის“ უსაფრთხოებას. სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ალან ჯუსოევმა განაცხადა.
„გარდა ამისა, ცხადია, რომ საქართველო არ შეამცირებს თავისი ყოფნის გაძლიერებას სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრე ტერიტორიებზე იმ მიმართულებებით, რომლებიც მათთვის არის საინტერესო. ასეთი სადამკვირვებლო პოსტები განთავსებულია ცხინვალის რაიონშიც, პერიოდულად ჩნდება მოძრავი პოსტები, უშვებენ დრონებს და ა.შ. ქართული მხარე საკმაოდ აქტიურად არის დაკავებული საზღვრის მილიტარიზაციით ყველა მიმართულებით“ , - განაცხადა ჯუსოევმა.
მისი თქმით, „სამხრეთ ოსეთი“ იღებს საპასუხო ქმედებებს, რადგან თანათავმჯდომარე მხარეს ესმის მხოლოდ ძალისმიერი ენა, რაც აჩვენა 2008 წელმა და არა შეთანხმების ენა, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჟენევის დისკუსიებზე და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, „მაგრამ მათზე არავითარი გადაწყვეტილებების მიღება არ ხდება - მხოლოდ აზრთა გაცვლა“.
ჯუსოევის თქმით, „სასაზღვრო“ ზონაში დაძაბულობა და საქართველოს მხრიდან სადამკვირვებლო პოსტების ზრდა დაკავშირებულია საქართველოში მოახლოებულ არჩევნებთან.