06/02/20923 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ირაკლი კობახიძე - ლეგიტიმურია არამხოლოდ 100/50, არამედ დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემაც

ოპოზიციამ უნდა გამოიტანოს ძალიან მარტივი დასკვნა ოდირის დოკუმენტიდან, რომ თანაბრად ლეგიტიმურია არამხოლოდ ჩვენს მიერ შეთავაზებული 100/50-ის სისტემა, არამედ თუნდაც დღეს მოქმედი სისტემა ანუ 77/73-ზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, რაც უფრო სწრაფად დათანხმდება ოპოზიცია 100/50-თან დაკავშირებით მმართველი გუნდის შეთავაზებას, მით უკეთესი იქნება მათთვის.
„დამატებით ორი მესიჯი იკვეთება ოდირის დასკვნიდან. ერთი, რომ საარჩევნო სისტემის შერჩევა ეს არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება, მათ შორის მკაფიოდ არის მითითებული ისიც, რომ სამართლიანია, როგორც პროპორციული, ისე სრულად მაჟორიტარული და ასევე შერეული საარჩევნო სისტემები. ეს არის ძალიან მკაფიო დასკვნა, რომელიც იკითხება ოდირის დოკუმენტიდან და ასევე არის მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო წლის განმავლობაში საარჩევნო სისტემა არ უნდა იცვლებოდეს. აქედან ოპოზიციამ უნდა გამოიტანოს ძალიან მარტივი დასკვნა - რომ თანაბრად ლეგიტიმურია არამხოლოდ ჩვენს მიერ შეთავაზებული 100/50-ის სისტემა, არამედ თუნდაც დღეს მოქმედი სისტემა ანუ 77/73-ზე. შესაბამისად, რაც უფრო სწრაფად დათანხმდება ოპოზიცია ჩვენს შეთავაზებას 100/50-თან დაკავშირებით, მით უკეთესი იქნება მათთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში არჩევნები ჩატარდება 77/73 პრინციპით, რომელიც ოდირის დასკვნით არის სრულად შესაბამისობაში სამართლებრივ პრინციპებთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 0

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 80

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 0

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 0

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY