03/07/201 622 ნახვა წყარო: imedinews.geფოტო: imedinews.ge

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ქართული ოცნების“ ლიდერების წინააღმდეგ შესაძლოა სასამართლოს მიმართოს

ბოლო დროს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის, განსაკუთრებით, საპარლამენტო ლიდერების მხრიდან გაისმის ოპოზიციის მისამართით შეურაცხმყოფელი, სიძულვილის ენით გამოთქმული ეპითეტები და არაერთხელ მოიხსენიებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ოპოზიციას როგორც კრიმინალურ პარტიას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
მის თქმით, ეს ეწინააღმდეგება იმ სულისკვეთებას, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები და პარტნიორი სახელმწიფოები მოგვიწოდებენ და შეიძლება, ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართონ.
„ეს არის მილიონამდე საქართველოს მოქალაქის, ჩვენი ამომრჩევლების შეურაცხყოფა. ეს ეწინააღმდეგება იმ სულისკვეთებას, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები და პარტნიორი სახელმწიფოები მოგვიწოდებენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყოს უფრო მეტად სანდოობის აღმძრავი და ჩატარდეს იგი სტაბილურ ვითარებაში. "ქართული ოცნება" შეგნებულად ხელს უწყობს ვითარების დაძაბვას. ჩვენ მივმართავთ ყველა ზომას, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებს და პარტნიორ სახელმწიფოებს, ასევე, გამოვიყენებთ სამართლებრივ ბერკეტებს რათა აღიკვეთოს ეს უმსგავსო და აღვირახსნილი საქციელი „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან. კრიმინალურ ოპოზიციად მოხსენიება ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიებისა, ნიშნავს იმას, რომ "ქართული ოცნება" კვლავ აპირებს არჩევნებში გამოიყენოს ის მეთოდები, რომლისთვისაც არაერთხელ მიუმართავს. დაშინება, ფიზიკური ზემოქმედება საკუთარი ზონდერ ჯგუფებით, მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, სუს - სა და სხვა სახელმწიფო ორგანოების მიერ ამომრჩეველზე ზემოქმედება და მათ შორის, ასეთი ფსიქოლოგიური ზემოქმედება და სიძულვილის ატმოსფეროს დანერგვას წინასაარჩევნო პერიოდში. პასუხს მოვთხოვთ ყველას, როგორც პოლიტიკურად არჩევნებზე, ასევე სამართლებრივი გზით. ჩვენ გავივლით კონსულტაციებს იურისტებთან და შეიძლება, ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს მივმართოთ“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 9-ზე - 8 დეკემბერი, 2022.
      9 საათზე, 8 დეკ
    • კურიერი - 8 დეკემბერი, 2022.
      9 საათზე, 8 დეკ
    • მოამბე - 8 დეკემბერი, 2022.
      9 საათზე, 8 დეკ
    • ფორმულა 8-ზე - 8 დეკემბერი, 2022.
      8 საათზე, 8 დეკ
    • პირველები - 8 დეკემბერი, 2022.
      8 საათზე, 8 დეკ
    • ქრონიკა 20:00 საათზე - 8 დეკემბერი, 2022.
      8 საათზე, 8 დეკ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • პირველი ხაზი - 8 დეკემბერი, 2022.
      8 დეკემბერი
    • იმედი LIVE - 8 დეკემბერი, 2022.
      8 დეკემბერი
    • მრგვალი მაგიდა - 8 დეკემბერი, 2022. მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური სამსჯავრო
      8 დეკემბერი
    • ვოისი - 8 დეკემბერი, 2022. ბრმა მოსმენა
      8 დეკემბერი
    • მთავარი აქცენტები - 8 დეკემბერი, 2022.
      8 დეკემბერი
    • სხვა რაკურსი - 8 დეკემბერი, 2022.
      8 დეკემბერი
    • პოლიტმეტრი - 8 დეკემბერი, 2022. დაესწრება თუ არა მესამე პრეზიდენტი ხვალინდელ სასამართლო სხდომას
      8 დეკემბერი
    • რეაქცია - 8 დეკემბერი, 2022.
      8 დეკემბერი
    • განკითხვის დღე - 8 დეკემბერი, 2022. დოჟდის“ ამბავი, მეორე ფრონტი უკრაინაში მებრძოლი ქართველების წინააღმდეგ
      8 დეკემბერი
    • სპექტრი - 8 დეკემბერი, 2022. ლევან სამუშია
      8 დეკემბერი
    • დღის სტუმარი - 8 დეკემბერი, 2022.
      8 დეკემბერი
    • დღის ამბები - 8 დეკემბერი, 2022.
      8 დეკემბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 0

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 0

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 0

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 100

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA