02/07/201 384 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

რომან გოცირიძე - „აირზენა” და ხელისუფლება შეთანხმებულად მოქმედებდნენ, რაღაც სუბსიდირების სქემაც კი ააგეს

„აირზენა” და ხელისუფლება ერთად მოქმედებდნენ შეთანხმებულად, რაღაც სუბსიდირების სქემაც კი ააგეს. როდესაც თავს ვერ მოაბამენ ვერაფერს, მერე იციან ხელის გაშვერა,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას მიერ „აირზენასთან” დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
გოცირიძის თქმით, ხელისუფლებას უნდა ეზრუნა, შეექმნა კონკურენტული გარემო და საქართველოს მოქალაქეები ევროპიდან იაფად შემოეყვანა.
„როდესაც ტურიზმზე აკეთებს აქცენტს ხელისუფლება და თუნდაც საზოგადოება, ნუ გვავიწყდება, რომ ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე ჩარჩენილია ევროპაში, რომელთაც თუნდაც ერთი ან ორი კვირით უნდა სამშობლოში დაბრუნება. იმაზეც კი არიან თანახმა, რომ კარანტინი გაიარონ. ყოველგვარი საშუალება ხელისუფლების მხრიდან არის გადაკეტილი. ხელისუფლებას აქამდე უნდა ეზრუნა, „აირზენას” რომ აკრიტიკებენ და პრემიერი რომ ამბობს, კონკურენცია უნდა შეგვექმნა ამ სფეროშიო, მსოფლიოში 1000-მდე ავიაკომპანიაა და ეზრუნათ მაშინ, რომ იაფად შემოეყვანათ ჩვენი მოქალაქეები საკუთარ ქვეყანაში. რაც შეეხება „აირზენას” მიმართ პრეტენზიებს, „აირზენა” და ხელისუფლება ერთად მოქმედებდნენ შეთანხმებულად, რაღაც სუბსიდირების სქემაც კი ააგეს. როდესაც თავს ვერ მოაბამენ ვერაფერს, მერე იციან ხელის გაშვერა. თუნდაც „აირზენა” იყოს დამნაშავე, მაგრამ ხელისუფლების უნარიანობას და ჭკუას განსაზღვრავს ის, რამდენად შეუძლია კანონის საფუძველზე შექმნას კონკურენტული გარემო, რომელიც არის საბოლოოდ ფასის განმსაზღვრელი. ვერ შექმნა. ამიტომ დამნაშავე არის უუნარო ხელისუფლება, რომელმაც გაწირა საკუთარი მოსახლეობა და ჩატოვა ევროპაში ისე, რომ ამ ზაფხულშიც ვერ ჩამოვლენ საკუთარ ქვეყანაში”,- განაცხადა გოცირიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY