01/07/202 083 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ვიოლა ფონ კრამონი - სასწაული იქნება, რუსეთს რომ არ ჰქონდეს მცდელობა, ჩაერიოს საქართველოს არჩევნებში

კონკრეტული მტკიცებულება არ მაქვს, მაგრამ იმის ალბათობა, რომ რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩარევას ეცდება, ძალიან მაღალია , - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის ყოველწლიური კონფერენციის (#GEODEM) მეორე პანელზე განაცხადა, რომელიც zoom-ის ფორმატში ჩატარდა. მან პასუხი გასცა „ინტერპრესნიუსის“ კითხვას, ხომ არ ფიქრობს, რომ დიდი შანსია, რუსეთის ფედერაცია საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევას ეცადოს, და არის თუ არა ამ მხრივ უკვე გადადგმული ნაბიჯები.
„სასწაული იქნება, რუსეთს რომ არ ჰქონდეს მცდელობა, რომ ჩაერიოს არჩევნებში, რადგან ეს მათთვის ნორმაა - ამას აკეთებენ ყველგან, არა მხოლოდ საქართველოში. არსებობს წინააღმდეგობის მექანიზმები, დამოუკიდებელი, კრიტიკული მედია იქნება ზუსტად ის სივრცე, სადაც ფარდა აეხდება ამგვარ ნარატივებს, რომელიც რუსეთიდან მოდის. არა მხოლოდ რუსეთიდან, რადგან მართლაც საინტერესო იყო, თუ რამდენად სხვადასხვაგვარ ჩარევებს ვხედავთ ხოლმე.6 წლის წინ ძალიან მარტივი იყო ეს ყველაფერი, კრემლი აგზავნიდა ამ ყველაფერს და მერე ვიღაცები თითქოს, იმეორებდნენ, მაგრამ ახლა უფრო გართულდა და დამძიმდა სიტუაცია. ამის გამო გაგვირთულდა საქმე ამ ყველაფრის გახსნის, ჩამოშლის და იმის გარკვევის პროცესში, თუ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. ეს უნდა ვიცოდეთ და ყოველთვის გვახსოვდეს, და ხალხსაც უნდა ახსოვდეს. კიბერუსაფრთხოებას რაც შეეხება, ეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა შემდეგი წლების განმავლობაში, ჩვენ ამის ინვესტირებას ვაპირებთ და ძალიან აქტიური პარტნიორები ვიქნებით, როდესაც საქმე ეხება კიბერუსაფრთხოებას, ეს საკითხი აღიარებულია ევროკომისიის მიერ“, - აღნიშნა ფონ კრამონმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 100

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 60

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY