30/06/201 499 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ანრი ოხანაშვილი - ჩაიარა "ნაციონალური მოძრაობის" და მათი „კლასტერის“ მატარებელმა - ნათელაშვილის გზას ადგანან და პარლამენტშიც ვეღარ მოხვდებიან

კიდევ ერთხელ მიმყარდება რწმენა, რომ მართლაც ჩაიარა "ნაციონალური მოძრაობის" და მათი კლასტერის მატარებელმა. მათ ხელიდან გაუშვეს შანსი, რომ რაიმე ფორმით მაინც სახე შეენარჩუნებინათ და საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარი დაეჭირათ, მაგრამ ნათელაშვილის გზას ადგანან და პარლამენტშიც ვეღარ მოხვდებიან , - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია არც საარჩევნო კოდექსს დაუჭერს მხარს ისევე, როგორც მხარი არ დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს.
"რაც არ უნდა ისაუბროს სააკაშვილი- ბოკერია- რურუას "კლასტერმა" ნათელაშვილის ენით, მარგინალური ჯგუფია ჩამოყალიბებული თავიდან ბოლომდე. თავი მოიჭრეს საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, ერთი ამბავი ჰქონდათ ატეხილი, რომ თურმე მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო პროპორციული საარჩევნო სისტემა და ერთმანეთს არიან დარეულები და ვერ გადაუნაწილებიათ მაჟორიტარები. როგორ წარმოგიდგენიათ - პროპორციულ სისტემას უჭერდა ხალხი მხარს და მაჟორიტარებზე ჩხუბობენ? ერთი ამბავი აქვთ იქ, ნათელაშვილის ეზოში თუ ფანჩატურში გაჩაღებული. "ქართული ოცნება" ერთხელ და სამუდამოდ დაამარცხებს ამ ჯგუფს. ესაა მითი, რომ პროდასავლური ღირებულებები აქვთ, რეალურად კი დიპლომატს თავს ესხმიან, საკონსტიტუციო ცვლილებებზე კეკლუცობენ, რომ მხარს უჭერენ და შემდეგ არ დაუჭერენ, ეუთოს რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობენ და იქ ეთანხმებიან, მაგრამ ხვალ აღმოჩნდება, რომ არ დაეთანხმებიან, ამას ჰქვია სახელწოდება მარგინალური ჯგუფი" , - განაცხადა ოხანაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY