30/06/202 228 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ევროკავშირის საბჭო ქვეყნების ოფიციალურ სიას აქვეყნებს, რომლებთანაც სასაზღვრო შეზღუდვების მოხსნა უნდა დაიწყოს, მათ შორის არის საქართველო

ევროკავშირის საბჭო იმ მესამე ქვეყნების სიას აქვეყნებს, რომლებთანაც წევრმა სახელმწიფოებმა 1-ელი ივლისიდან სასაზღვრო შეზღუდვების მოხსნა უნდა დაიწყოს.
აღნიშნულ ქვეყნებს შორის მოხვდნენ : საქართველო, მონტენეგრო, სერბეთი, კანადა, ურუგვაი, ალჟირი, ტუნისი, მაროკო, რუანდა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაილანდი და ჩინეთი (თუ ის ასევე გაუხსნის საზღვრებს ევროკავშირის მოქალაქეებს).
ევროკავშირის საბჭოს ინფორმაციით, სია ყოველ 2 კვირაში განახლდება.
ევროკავშირის საბჭოს ცნობით, სიის შექმნისას შემდეგი კრიტერიუმები გაითვალისწინეს: ბოლო 14 დღის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა და ყოველ 100 000 მოსახლეზე უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს ან იყოს მასზე ნაკლები; აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, წინა 14 დღესთან შედარებით, კორონავრუსის ახალი შემთხვევების ტენდენცია უნდა იყოს სტაბილური ან კლებადი; ზოგადი რეაგირება „კოვიდ-19“-ზე, მათ შორის ტესტირების, კონტროლის, კონტაქტების გამოვლენის, შეკავების, მკურნალობისა და აღრიცხვასთან დაკავშირებული ინფორმაციის, ასევე ინფორმაციის სანდოობის გათვალისწინებით.
„მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ევროკავშირის დელეგაციების მიერ მოწოდებული ინფორმაციაც“ , - აღნიშნულია ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 0

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 80

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA