30/06/20717 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის უზრდელური განცხადებები გერმანიის ელჩის მიმართ, მიუღებელია

ოპოზიციის შეურაცხმყოფელი და უზრდელური განცხადებები გერმანიის ელჩის მიმართ, მიუღებელია,- ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ელჩების რეაქცია სრულიად ლოგიკური იყო.
"როცა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები გამოდიან არა მხოლოდ შეურაცხმყოფელი, არამედ უზრდელური განცხადებებით გერმანიის ელჩის მიმართ, აბსოლუტურას მიუღებელია. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია ჩვენი დასავლელი პარტნიორების, ელჩების რეაქცია ფაქტთან დაკავშირებით და ჩვენც ბუნებრივია, გვაქვს ანალოგიური რეაქცია,"- განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ევროკავშირის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით განცხადება გაავრცელა."ვგმობთ გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს ჩვენი კოლეგის, გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის წინააღმდეგ,"- აღნიშნულია განცხადებაში. მანამდე შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ „გერმანიის სამარცხვინო ელჩი საკუთარ ბიზნესზე მუშაობს“. „გერმანიის ელჩი ფინანსდება ივანიშვილის რეჟიმისგან. მივმართავ გერმანიის მთავრობას, გაიწვიეთ სამარცხვინო ელჩი“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
Georgian Bread