30/06/201 252 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

პაატა იმნაძე - ნაკლები სახელმწიფო შეზღუდვები, მეტი - თვითშეგნება, არ გვინდა, რომ ვირუსი ფართოდ იყოს გავრცელებული? დავიცვათ ელემენტარული წესები!

ნაკლები სახელმწიფო შეზღუდვები მეტი ჩვენი თვითშეგნება. არ გვინდა რომ ვირუსი იყოს ფართოდ გავრცელებული? დავიცვათ ელემენტარული წესები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ელემენტარულ წესებს თუ არ დავიცავთ, სამწუხაროდ, ვირუსი კვლავ გავრცელდება. იმნაძის განმარტებით, ძველებურად მკაცრი შეზღუდვები არ იმოქმედებს, თუმცა არც ის იქნება სასიამოვნო საქართველოს ათასობით მოქალაქე რომ იყოს ჰოსპიტალიზებული.
„როდესაც საერთოდ არაფერი არ ვიცოდით ამ ვირუსზე, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენი უპირველესი რჩევა, რეკომენდაცია იყო, რომ მაქსიმალურად შეგვეზღუდა მობილობა ადამიანების, რათა დაავადებისთვის არ მიგვეცა გავრცელების შანსი. მე მგონი, მოვახერხეთ, რომ არ გავრცელდა დაავადება ქვეყანაში. ახლა დადგა ის ეტაპი, როდესაც მეტ-ნაკლებად ამ ვირუსს ვიცნობთ. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრი მასში ამოუცნობია, მაგრამ უკვე ვიცით, როგორ შეიძლება მასთან ბრძოლა. ამიტომ, დღეს რჩება ერთი - ნაკლები სახელმწიფო შეზღუდვები, მეტი ჩვენი თვითშეგნება. არ გვინდა, რომ ვირუსი იყოს ფართოდ გავრცელებული ? დავიცვათ ელემენტარული წესები. თუ არ დავიცავთ, სამწუხაროდ, ვირუსი ისევ გავრცელდება. შეზღუდვები ამას, ალბათ, ნაკლები მოჰყვება, რა თქმა უნდა, ისეთი აღარ იქნება, მაგრამ სასიამოვნო ხომ არ იქნება, რომ ათასობით ჩვენი მოქალაქე იქნება ჰოსპიტალიზირებული“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
NO IMAGE
  • 0

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 31-79
,
  • 0

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 100

Dmitry Karagodsky DDS

(215) 969-2015
PHILADELPHIA, PA
  • 0

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 80

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY