29/06/201 018 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით განიხილავს და კენჭს უყრის

დღეს, 29 ივნისს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვა და კენჭისყრა იგეგმება. პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.
როგორც ცნობილია, საკონსიტუტიციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს, ფრაქციები "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო".
პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს. დგინდება პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჯამურად მიღებული მანდატების მარჟა, რომლის გადაჭარბების შემთხვევაში, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მოაკლდება მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან და გადანაწილდება იმ სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ საარჩევნო სიებზე, რომლებმაც შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს.
კონსტიტუციური კანონპროექტით განსაზღვრულია საარჩევნო ბლოკების საკითხიც. კერძოდ, პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად, პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს.
რაც შეეხება გაუნაწილებელ მანდატებს, ისინი განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებზე.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი შეიქმნება.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • პირველები 3-ზე - 21 სექტემბერი, 2023.
      3 საათზე, 21 სექ
    • მთავარი 3-ზე - 21 სექტემბერი, 2023.
      3 საათზე, 21 სექ
    • მოამბე 15 საათზე - 21 სექტემბერი 2023.
      3 საათზე, 21 სექ
    • ქრონიკა 14:00 საათზე - 21 სექტემბერი, 2023.
      2 საათზე, 21 სექ
    • ფორმულა 14:00 საათზე - 21 სექტემბერი, 2023.
      2 საათზე, 21 სექ
    • პირველები - 21 სექტემბერი, 2023.
      1 საათზე, 21 სექ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • დღის ამბები - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • საქმის კურსი - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • დღის ამბები - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • შენი შუადღე - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • პირველამდე - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • ღამის კურიერი - 20 სექტემბერი, 2023. ირაკლი კობახიძე
      20 სექტემბერი
    • აუტანელი სიმსუბუქე - 20 სექტემბერი, 2023. ზაზა ფაჩულია
      20 სექტემბერი
    • სხვა ნანუკა - 20 სექტემბერი, 2023.
      20 სექტემბერი
    • ბარიერი - 20 სექტემბერი, 2023. გიგა ბედინეიშვილი
      20 სექტემბერი
    • საჯარო პოლიტიკა - 20 სექტემბერი, 2023.
      20 სექტემბერი
    • გიორგი თარგამაძის ფორმულა - 20 სექტემბერი, 2023.
      20 სექტემბერი
    • სპექტრი - 20 სექტემბერი, 2023.
      20 სექტემბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 60

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY