27/06/202 028 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

კალაძე - ბერას სულ უჩიჩხინებენ, ცილისწამების მსხვერპლია

დედაქალაქის მერი "მთავარი არხის" ეთერში, ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე და ბრალდებულების გავლენიან მფარველებზე მომხადებულ რეპორტაჟს სოციალური ქსელით ეხმაურება.
კახა კალაძის განსაკუთრებული აღშფოთება რეპორტაჟში ბერა ივანიშვილის სახელის გაჟღერებამ გამოიწვია. მერი კალაძე ამბობს, რომ ბერა მუდმივი ტყუილისა და ცილისწამების მსხვერპლია.
რეპერები შენთან რა შუაში არიანო, ოჯახი რატომ შექმენიო, გადამწვარ ამაზონის ტყეს რატომ დაეხმარე, რაში გაინტერესებსო, ფეისბუქზე რატომ წერო, ბოლოს – „ტიკ-ტოკი“ რატომ გაქვსო. რაც „ქართული ოცნება“ შეიქმნა, მას მერე სულ უჩიჩხინებენ. არადა, არ უნდა ამ ადამიანს პოლიტიკასთან გაკარება, არის ამ ქვეყნის ჩვეულებრივი მოქალაქე და თავის სიხარულს, ინტერესებს, გულისტკივილს, ცხოვრების საინტერესო მომენტებს გამოხატავს ისე, როგორც უნდა, როგორც ნებისმიერი თქვენგანი.
უბრალოდ, ბევრად უფრო მეტი ტყუილისა და ცილისწამების მსხვერპლია, ვიდრე მისი მეგობრების თუ თანატოლების უმეტესობა. ისე, ტყუილს ლოგიკა რად უნდა, მთავარია ვირუსივით გაავრცელო, მიახველო სახეში ეთერიდან მოსახლეობას და „ხელებიც დამიბანია“.
ბერაზე მინდოდა დამეწერა და ეს სტატუსი ისევ „ფეიკმოღვაწეობაზეა“, ეს სტატუსი ისევ „მთავარ“ მატყუარაზეა… საშინელი ტრაგედიაც კი გამოიყენეს საკუთარი მიზნისთვის. ამორალურია ეს ყველაფერი! დეზინფორმაციაზე აღარ გავჩუმდეთ - დუმილი ასაზრდოებს ბოროტებას! #არატყუილს #არასიცრუეს“, - წერს კალაძე.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 9-ზე - 28 სექტემბერი, 2022.
      9 საათზე, 28 სექ
    • კურიერი - 28 სექტემბერი, 2022.
      9 საათზე, 28 სექ
    • მოამბე - 28 სექტემბერი, 2022.
      9 საათზე, 28 სექ
    • პირველები - 28 სექტემბერი, 2022.
      8 საათზე, 28 სექ
    • ქრონიკა  - 28 სექტემბერი, 2022.
      8 საათზე, 28 სექ
    • ფორმულა 8-ზე - 28 სექტემბერი, 2022.
      8 საათზე, 28 სექ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • იმედი LIVE - 28 სექტემბერი, 2022.
      28 სექტემბერი
    • ღამის კურიერი - 28 სექტემბერი, 2022.
      28 სექტემბერი
    • პირველი ხაზი - 28 სექტემბერი, 2022.
      28 სექტემბერი
    • საჯარო პოლიტიკა - 28 სექტემბერი, 2022.
      28 სექტემბერი
    • ბარიერი - 28 სექტემბერი, 2022.
      28 სექტემბერი
    • გიორგი თარგამაძის ფორმულა - 28 სექტემბერი,2022. დარიალის კარის დილემა — როგორ დავაზღვიოთ გაზრდილი რისკები? ▪️ რა პოლიტიკა უნდა გვქონდეს აფხაზების, ოსების, ჩრდილო კავკასიელების მიმართ კრიზისში
      28 სექტემბერი
    • სპექტრი - 28 სექტემბერი, 2022. შაკვა ნათელაშვილი
      28 სექტემბერი
    • დღის სტუმარი - 28 სექტემბერი, 2022.
      28 სექტემბერი
    • დღის ამბები - 28 სექტემბერი, 2022.
      28 სექტემბერი
    • კომენტარი - 28 სექტემბერი, 2022.
      28 სექტემბერი
    • საქმის კურსი - 28 სექტემბერი, 2022.
      28 სექტემბერი
    • დღის სტუმარი - 28 სექტემბერი, 2022.
      28 სექტემბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 60

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY