26/06/201 337 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

რომან გოცირიძე - გახარიამ თავისი გამოსვლა ააგო ერთი გამოთქმის ირგვლივ, რომ ჩამომხრჩვალის ოჯახში თოკს არ ახსენებენ

პრემიერ - მინისტრმა თავისი გამოსვლა ააგო ერთი გამოთქმის ირგვლივ, რომ ჩამომხრჩვალის ოჯახში თოკს არ ახსენებენ, მან არა და არ ახსენა მისი დანაშაულის მთავარი დღე - 20 ივნისი, - ასე აფასებს პრემიერ - მინისტრის წლიურ ანგარიშს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე.
მისი თქმით, გიორგი გახარია ეცადა, გვერდი აევლო 20 ივნისის თემისთვის, თუმცა, არის ბევრი სხვა საკითხი, რომელიც მას და მთლიანად მთავრობას „პოლიტიკურად დაახრჩობს".
„პრემიერ - მინისტრმა თავისი გამოსვლა ააგო ერთი გამოთქმის ირგვლივ, რომ ჩამომხრჩვალის ოჯახში თოკს არ ახსენებენ და მან არა და არ ახსენა მისი დანაშაულის მთავარი დღე - 20 ივნისი. ვითომ ლამაზად აუარა გვერდი, მაგრამ მას ყელზე მრავალი სხვა თოკი აქვს მოჭიდებული, რომელიც ამ მთავრობას და პირადად ბატონ გახარიას პოლიტიკურად დაახრჩობს. მაგალითად, ბიუჯეტი - ე.წ. ფეიკ- ბიუჯეტი. ორი დღის წინ მივიღეთ ეს ბიუჯეტი და უკვე გადასაგდებია. 600 000 ადამიანს დაჰპირდა დახმარებას და დღეს მხოლოდ 200 000- ს აქვს მიღებული, ანუ აქ 60 პროცენტიანი ცრუ ბიუჯეტი მივიღეთ. ახსენა, რომ გაუხარდება, თუ საქართველოს შავ ზღვაში ამერიკული გემები შემოვა, მაგრამ დაავიწყდა, რომ ანაკლიის სახით მის ყელზე ერთი თოკია მობმული. მან და ბიძინა ივანიშვილმა რუსეთის სასარგებლოდ ანაკლიის პროექტი ჩაძირეს. გზას და ინფრასტრუქტურას რომ ახსენებ, მესამე თოკია უკვე ყელზე გამობმული, სად არის გზა ზუგდიდიდან ანაკლიამდე, რომელოც უნდა ყოფილიყო ანაკლიის პორტის ერთიანი შემადგენელი ნაწილი,"- განაცხადა გოცირიძემ. მისივე თქმით, რეალურად, საქართველოში ვითარება ყოველ წელს უარესდება. „ძალიან ბევრი სიცურე ითქვა. ჩვენ ვნახეთ გასული წლის მუშაობის წარუმატებელი და დანაშაულებრივი საქმიანობის მიმოხილვა. ერთი ნაწილი ეხებოდა ფიქტიური პრემიერის, მამუკა ბახტაძის, წარუმატებელ საქმიანობას და მეორე უკვე ეხებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის დასჯის ნაცვლად, მის აღზევებას, აღზევებული გახარიას მუშაობის შედეგებს, რომელიც არის ჩამოშლილი ეკონომიკა, გაუფასურებული ლარი, გაღატაკებული მოქალაქეები, შეზღუდული დემოკრატია და ერთი ადამიანის ოლიგარქიული მმართველობის გაძლიერება, უზურპირება ხელისუფლების ყველა შტოსი, სასამართლოს დახრჩობა, პოლიტიკური პატიმრების არსებობა. ყოველი შემდგომი წელი უარესია, ვიდრე წინამორბედი," -განაცხადა გოცირიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • პირველები - 4 დეკემბერი, 2022.
      8 საათზე, 4 დეკ
    • მთავარი 6-ზე - 4 დეკემბერი, 2022.
      6 საათზე, 4 დეკ
    • ქრონიკა 5-ზე - 4 დეკემბერი, 2022.
      5 საათზე, 4 დეკ
    • პირველები 3-ზე - 4 დეკემბერი, 2022.
      3 საათზე, 4 დეკ
    • მთავარი 3-ზე - 4 დეკემბერი, 2022.
      3 საათზე, 4 დეკ
    • მთავარი 12-ზე - 4 დეკემბერი, 2022.
      12 საათზე, 4 დეკ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • პოლიტიკური კვირა - 4 დეკემბერი, 2022.
      4 დეკემბერი
    • P.S. - 4 დეკემბერი, 2022. ომი უკრაინაში
      4 დეკემბერი
    • Post Factum - 4 დეკემბერი, 2022.
      4 დეკემბერი
    • იმედის კვირა - 4 დეკემბერი, 2022.
      4 დეკემბერი
    • დროება - 4 დეკემბერი, 2022. დროების ექსკლუზივი - სააკაშვილის ხმა „ვივამედიდან“
      4 დეკემბერი
    • დღის ამბები - 4 დეკემბერი, 2022.
      4 დეკემბერი
    • დღის ამბები - 4 დეკემბერი, 2022.
      4 დეკემბერი
    • მე- 17 სართული - 4 დეკემბერი, 2022. ეს ქვეყანა შენია”- შენ გაიზიარე პასუხისმგებლობა
      4 დეკემბერი
    • შუადღე live - 4 დეკემბერი, 2022.
      4 დეკემბერი
    • ჩვენი ოჯახი - 4 დეკემბერი, 2022.
      4 დეკემბერი
    • დილის შოუ - 4 დეკემბერი, 2022.
      4 დეკემბერი
    • კონტექსტი - 3 დეკემბერი, 2022.
      3 დეკემბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 100

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 0

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 60

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 0

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA