26/06/201 967 ნახვა წყარო: netgazeti.geფოტო: netgazeti.ge

“შემაშფოთებელია სუს-ის მიერ “მთავარ არხზე” გასული სიუჟეტის “საბოტაჟად” შეფასება – მედიაკოალიცია

„კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ ე.წ. საბოტაჟის საქმეს ეხმაურება და ამბობს, რომ „მთავარის“ სიუჟეტის გამო სისხლის სამართლის გამოძიების დაწყება მედიის თავისუფლებაში ჩარევაა.
„პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ ტელეკომპანია “მთვარის” მიერ მომზადებული სიუჟეტის გამო სისხლის სამართლის გამოძიების დაწყება წარმოადგენს უმწვავეს, არათანაზომიერ რეაგირებას და მედიის თავისუფლებაში ჩარევის ძალზედ სახიფათო პრეცედენტს.
დემოკრატიულ საზოგადოებაში, გამოხატვის თავისუფლების პრინციპებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს ჩარევისგან დაცულია ნებისმიერი მედიასაშუალება, მიუხედავად იმისა, მიიჩნევა თუ არა ის ინფორმაციის ობიექტურ გამავრცელებლად“ ,- ნათქვამია გაცნხადებაში. კოალიცია წერს, რომ დაუშვებელია სსკ დევნის დაწყება იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიუჟეტში წარმოდგენილი ფაქტები სიცრუეა.
„წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერ ხელისუფლებას მიეცემა გავრცელებული ინფორმაციის სუბიექტური შეფასების საფუძველზე თავისუფალი მედიის კონტროლის მექანიზმი. ხელისუფლებას, ბუნებრივია, გააჩნია საკუთარი სიმართლის დამტკიცებისა და გავრცელების უფრო დიდი რესურსი და მეტი პლატფორმა. შესაბამისად, ხელისუფლების რეგირება მის მიმართ წაყენებულ ბრალდებაზე, თუნდაც ის იყოს უსაფუძვლო, უნდა მოექცეს ზემოთაღნიშნული ზომების ფარგლებში.
იმ პირობებში, როდესაც აშკარაა კონკრეტულად ტელეკომპანია “მთავარის” მიმართ ხელისუფლების უარყოფითი განწყობა (მაგალითად, სახელმწიფო თანამდებობის პირები საჯაროდ უცხადებდნენ ბოიკოტს არხს) და როდესაც საქართველო არაერთხელ მოხვდა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში დეზინფორმაციისა და ყალბი ანგარიშებით ანტიდასავლური პროპაგანდის ფაქტების სიმრავლის გამო, განსაკუთრებით შემაშფოთებელია სუს-ის მიერ “მთავარ არხზე” გასული სიუჟეტის “საბოტაჟად” შეფასება. აღნიშნული ქმედება რეპრესიული მექანიზმის შერჩევითად გამოყენების შთაბეჭდილებას ქმნის.
ვფიქრობთ, რომ სატელევიზიო სიუჟეტის გამო საბოტაჟის მუხლით სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას შეიძლება ჰქონდეს შეუქცევადი მსუსხავი ეფექტი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ყველა მედიასაშუალებებისთვის და დააზარალოს მოქალაქეთა მიერ ხელისუფლების კონტროლის იდეა“, – ამბობს კოალიცია.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA