24/06/202 023 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიორგი შაქარაშვილის მეგობარი წვეულებაზე მომხდარი დაპირისპირების შესახებ ახალ დეტალებს ყვება

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ახლო მეგობარი საბედისწერო წვეულებაზე მომხდარი ტრაგედიის ახალ დეტალებს იხსენებს.
გოგონას ინფორმაციით, თბილისიდან "საქმის გასარჩევად" ჩამოსული უცნობები, რომლებსაც გიორგი შაქარაშვილი და მასთან მყოფი პირები მაგისტრალზე შეხვდნენ, "დიდი რკინებით შეიარაღებულები იყვნენ". გარდაცვლილის მეგობარი ამბობს, რომ ამ დროს ფეხბურთელთან ერთად იყვნენ გუკა ამირხანაშვილი (ოქროს მოწმე) და ფოტოგრაფი, რომელიც იმავე წვეულებიდან მოდიოდა, საიდანაც შაქარაშვილი.
"წვეულებაზე მომხდარი ჩხუბის შემდეგ გადავწყვიტეთ, ქეიფი ლისზე გაგვეგრძელებინა. ყველა ვერ ჩავეტიეთ მანქანებში. გიო, გუკა და ფოტოგრაფი გზაზე იდგნენ და ტაქსს ელოდებოდნენ. ეს ფოტოგრაფი გიოს და გუკას მანამდე არ იცნობდა. პირველად გაიცნეს ერთმანეთი წვეულებაზე. იუბილარის ახლო მეგობარია. შემთხვევით აღმოჩნდა მათთან ერთად გზაზე, ისიც ტაქსს ელოდებოდა.
ამ დროს მოვიდა თბილისიდან ავტომობილი, რომლის მარკაც არ ვიცი. როგორც ფაქტის შემსწრე მეგობარმა მიამბო, გადმოვიდნენ თუ არა მანქანიდან, მაშინვე იმ სამიდან ერთ-ერთ ბიჭს სახეში ჩაარტყეს. რომელს არ ვიცი. ხელში ეჭირათ დიდი რკინები და ამიტომ შეშინებიათ ბიჭებს და გაქცეულან. შეიარაღებულები რომ არ ყოფილიყვნენ, ალბათ, არ გაიქცეოდნენ.
გაიქცა ფოტოგრაფიც. მართალია ეს სამი არ იყო ჩხუბში ჩართული, მაგრამ მაინც გაიქცნენ, რადგან თბილისიდან ჩამოსულები დაესხნენ თავს. როგორც ვიცი, ფოტოგრაფმა დამალვა მოასწრო" - ყვება ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის მეგობარი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა. რესპონდენტის თქმით, გიორგი შაქარაშვილი წყალში თავად არ ჩავიდოდა, რადგან ცურვა არ იცოდა და წყლის ეშინოდა.
"თავისი ნებით არაფრით მიუახლოვდებოდა წყალს. არ იცოდა ცურვა. რაც შეეხება გუკას, მან იფიქრა, რომ მეგობარს გადავარჩენო და იმიტომ წაყვა თბილისისკენ თავდამსხმელებს. ამასობაში იქნებ დამალვა მოასწრონო. გიორგის ვინმე დაედევნა თუ არა, არ ვიცი. იმ ღამესვე დაგვირეკა ერთ-ერთმა მეგობარმა, რომლის ვინაობაც არ მახსოვს და გვიამბო მომხდარის შესახებ“, - იხსენებს გიორგი შაქარაშვილის მეგობარი.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA