24/06/20964 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

რომან გოცირიძე ხელისუფლებას - კონსტიტუციასაც მიიღებთ, რურუასაც გამოუშვებთ და პოლიტიკურ დევნასაც შეგაწყვეტინებთ

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, გიორგი რურუა პოლიტპატიმარია, რადგან პოლიტიკური ნიშნით დააკავეს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ადრე თუ გვიან, ხელისუფლებას მისი გათავისუფლება მოუწევს.
"გიორგი რურუას დაკავების ერთადერთი მიზეზი იყო მისი პოლიტიკური აქტიურობა ანტისაოკუპაციო მოძრაობაში, ის იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი იმ მიტინგებისა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე იმართებოდა და რომელმაც შეცვალა საქართველო. "გავრილოვის ღამემ" შეძრა საქართველო, ამ ღამიდან დღემდე შეიცვალა საქართველო და ამ შეცვლაში დიდი როლი ითამაშა ახალგაზრდობამ, მათ შორის მასში მონაწილე ადამიანებმა გიორგი რურუას სახით. ამიტომ მას სჯიან ამ აქტიურობისთვის და უნდათ მისი განეიტრალება, რომ კვლავ არ იყოს პოლიტიკურად ისეთი აქტიური იმ მოძრაობაში, რომელშიც იყო ჩართული. გარდა ამისა, ის არის ერთ-ერთი დამფუძნებელი კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიის,რომელშიც უკვე პირდაპირ იკითხება პოლიტიკური დევნის ნიშნები. რა არის პოლიტიკური დევნა ან რას ნიშნავს პოლიტპატიმარი? როდესაც ადამიანს ან აპატიმრებენ ან დევნიან პოლიტიკური მიზეზებით, ამიტომ, ვინც არ უნდა იყოს იგი, დიდი პარტიის ხელმძღვანელი ან ძალიან ცნობილი პოლიტიკოსი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის ამას არ აქვს მნიშვნელობა, ძალიან ბევრჯერ გაიგონებთ თქვენ გიორგი რურუას სახელსა და გვარს მსოფლიოს ცნობილი, წამყვანი პოლიტიკოსებისგან, ვინაიდან პრინციპი არის ერთი-არ უნდა იდევნებოდეს ადამიანი მისი შეხედულებებისა და პოლიტკური საქმიანობის გამო.ადრე თუ გვიან, მთავრობას გიორგი რურუას გამოშვება მოუწევს. ახლა სახის შენარჩუნება უნდათ და პრინციპული ადამიანის თამაში. არ გამოგივათ ეს, კონსტიტუციასაც მიიღებთ, რურუასაც გამოუშვებთ და პოლიტიკურ დევნასაც შეგაწყვეტინებთ", -მიმართა რომან გოცირიძემ ხელისუფლებას.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • კურიერი 9-ზე -7 თებერვალი, 2023.
      9 საათზე, 7 თებ
    • მოამბე 9-ზე - 7 თებერვალი, 2023.
      9 საათზე, 7 თებ
    • მთავარი 9-ზე - 7 თებერვალი, 2023.
      9 საათზე, 7 თებ
    • პირველები - 7 თებერვალი, 2023.
      8 საათზე, 7 თებ
    • ფორმულა 20:00 საათზე - 7 თებერვალი, 2023.
      8 საათზე, 7 თებ
    • ქრონიკა - 7 თებერვალი, 2023.
      8 საათზე, 7 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • პირველი ხაზი - 7 თებერვალი, 2023.
      7 თებერვალი
    • სიცრუის დეტექტორი - 7 თებერვალი, 2023. ალექსანდრე წივწივაძე
      7 თებერვალი
    • ღამის შოუ - 7 თებერვალი, 2023. ლაშა ჯოხაძე, ანსამბლი მართვე, მართვე
      7 თებერვალი
    • ღამის პრაიმ-თაიმი - 7 თებერვალი, 2023. პრამ ჰაუსი ბრუნდება
      7 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 7 თებერვალი, 2023.
      7 თებერვალი
    • რეაქცია - 7 თებერვალი, 2023.
      7 თებერვალი
    • კომენტარი - 7 თებერვალი, 2023.
      7 თებერვალი
    • მთავარი გოგოები - 7 თებერვალი, 2023.
      7 თებერვალი
    • სპექტრი - 7 თებერვალი, 2023. დავით ჭიჭინაძე
      7 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 7 თებერვალი, 2023.
      7 თებერვალი
    • დღის ამბები - 7 თებერვალი, 2023.
      7 თებერვალი
    • კომენტარი - 7 თებერვალი, 2023. ვითარება მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც „ენმ“ და მისი მხარდამჭერები აქციას მართავენ ▪️ საგანგებო მდგომარეობა თურქეთის 10 პროვინციაში - ბოლო ცნობები
      7 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 0

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 0

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,