23/06/201 428 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ლევან კობერიძე - „ქართული ოცნება“ ხან მოსახლეობას ატყუებს, ხან პოლიტიკურ პარტიებს

ვიდრე მესამე მოსმენით არ იქნება მიღებული ეს კანონპროექტი, „ქართული ოცნების" მიმართ ნდობა არ მაქვს, რადგან გვაქვს უკვე ცუდი გამოცდილება, რომ „ქართული ოცნება" უკვე შეთანხმებულ თემებზე ახდენს მოტყუება- გადაგდებას, - ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან კობერიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მეორე მოსმენით მხარდაჭერა, სავარაუდოდ, საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის შედეგია.
„დამოუკიდებელი დეპუტატების" და უფრაქციო დეპუტატების ძალიან მტკიცე პოზიციის შედეგია ის, რომ ერთი მხრივ „ქართულ ოცნებას" არ ეძლევა გასაქანი თავისი პოლიტიკური ინსინუაციებისთვის და მეორე მხრივ, ჩვენ ნათლად ვაჩვენეთ, რომ როგორც „ქართულ ოცნებას" უნდა წარმოადგინოს, რომ ქვეყანაში მთავარი ოპოზიციური ძალა არის მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა", - ეს ასე არ არის. მიუხედავად ამ ყველაფრისა, სანამ მესამე მოსმენით არ იქნება მიღებული ეს კანონპროექტი, ნდობა „ქართული ოცნების" მიმართ არ მაქვს, ამ საკითხზე ჩემს გამაფრთხილებელ განცხადებას ყოველთვის გავაკეთებ, რადგან გვაქვს უკვე ცუდი გამოცდილება, რომ „ქართული ოცნება" უკვე შეთანხმებულ თემებზე ახდენს მოტყუება- გადაგდებას მოსახლეობის.
ასევე ყველაზე მთავარი, რაც მინდა ვთქვა, დღეს ჩვენ დავინახეთ კიდევ ერთხელ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი პირობა, რომელიც როგორც ჩანს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ევროპულ საქართველოსთან“ ფარულ გარიგებაში ჰქონდა, ბოლომდე არ შეასრულა. „ქართული ოცნება“ ხან მოსახლეობას ატყუებს, ხან პოლიტიკურ პარტიებს. ასეთ სიტუაციაში ჩვენი როლი არის მნიშვნელოვანი და ჩვენი პოზიცია არის მტკიცე“, - განაცხადა კობერიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY