23/06/201 243 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობა“ თავისი განშტოებებით, არის კრიმინალური და დეგრადირებული პოლიტიკური ძალა

თითოეული პოლიტიკური ძალა აცნობიერებს ამ ცვლილებების მნიშვნელობას, გარდა ერთისა, ეს არის რადიკალური ოპოზიციური პოლიტიკური ძალა - „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი განშტოებებით. ეს არის კრიმინალური და აბსოლუტურად დეგრადირებული პოლიტიკური ძალა, რაც კიდევ ერთხელ გამოიხატა დღევანდელ კენჭისყრაში არმონაწილეობით, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძის თქმით, ოპოზიცია ელჩების წინაშე დადებულ პირობას არღვევს.
„ამ საკონსტიტუციო ცვლილების დამტკიცება ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიული პროცესების სტაბილურ განვითარებას. ბუნებრივია თითოეული პოლიტიკური ძალა აცნობიერებს ამ ცვლილებების მნიშვნელობას, გარდა ერთისა, ეს არის რადიკალური ოპოზიციური პოლიტიკური ძალა - „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი განშტოებებით. ეს არის კრიმინალური და აბსოლუტურად დეგრადირებული პოილიტიკური ძალა, რაც კიდევ ერთხელ გამოიხატა დღევანდელ კენჭისყრაში არმონაწილეობით. მათ დადეს პირობა ელჩების წინაშე და ისინი არ ასრულებენ ელჩების წინაშე დადებულ პირობას, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს მათ ბუნებაზე და მეტყველებს იმაზე, რომ ისინი არიან კრიმინალური და ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა“, - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, ოპოზიცია ეძებს საბაბს, რომ არ შეასრულოს ელჩების წინაშე დადებული შეთანხმება.
„ეს კიდევ უფრო შელახავს მათ ისედაც შელახულ რეპუტაციას საერთაშორისო პარტნიორებისა და ქართული საზოგადოების თვალში. ისინი ამით აზიანებენ საკუთარ თავს, რაც ჩვენთვის ბუნებრივია, არის აბსოლუტურად მისასალმებელი. რაც მეტად დაიზიანებენ ისინი საკუთარ თავს, მით უფრო დაბალი მაჩვენებელი ექნებათ ოქტომბრის არჩევნებზე. 12%-იანი და 3%-იანი პარტიები იმ მაჩვენებელსაც ვერ მიიღებენ, რაც აქვთ დღეს კვლევების შესაბამისად. რურუას საკითხს არანაირი შეხება არ აქვს 8 მარტის შეთანხმებასთან. სასამართლოს ვერავინ განუსაზღვრავს თუ ვინ უნდა დატოვოს ციხეში და ვინ არა. ეს არის სრული დემაგოგია. პოლიტიკური შეთანხმების საგანი ვერ იქნებოდა სასამართლოში ჩარევა. ვინც ამას ამბობს, ის თვითონ ხელყოფს საქართველოში ხელისუფლების დანაწილების პრინციპს. თუ ამ პოლიტიკოსებს არ ესმით, რა არის ხელისუფლების დანაწილება და სამართლებრივი სახელმწიფო, მათ ბუნებრივია არ აქვთ პოლიტიკურ საკითხებზე საუბრის უფლება. არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ჰქონდა იმის უფლება, რომ შეთანხმებულიყო ვინმესთან სასამართლოს საქმიანობაში უკანონო ჩარევაზე და ეს ვერ მოხდებოდა, მითუმეტეს საერთაშორისო პარტნიორების თანდასწრებით, რომლებმაც ყველაზე უკეთ იციან, თუ რა არის ხელისუფლების დანაწილება“, - განაცხადა კობახიძემ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA