22/06/20868 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

დავით ზალკალიანი - რეზოლუცია არის ნათელი დასტური, რომ საქართველო მუდმივად არის საერთაშორისო თანამეგობრობის პოლიტიკურ დღის წესრიგში

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ გამოეხმაურა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ ვითარებას ასახავს და ხაზს უსვამს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო თანამეგობრობის წვდომის აუცილებლობას, ასევე ავალდებულებს გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, ყოველწლიურად წარმოადგინოს როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი ანგარიში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მხრივ შექმნილი ვითარების შესახებ.

 „რეზოლუცია მიღებულ იქნა ძალიან მაღალი მხარდაჭერით როგორც სპონსორების, ასევე მხარდამჭერთა რაოდენობის ზრდით, მოწინააღმდეგეთა რაოდენობის შემცირებით, ვფიქრობ, ეს არის ჩვენი, კიდევ ერთი წარმატება და გამარჯვება. მინდა მივულოცო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში, ჩვენი მისია ქ. ჟენევაში და დიპლომატიური კორპუსი, იმისათვის, რომ რეზოლუცია იქნეს მიღებული, ამას სჭირდება მუდმივი საქმიანობა ყველა მიმართულებით, მხარდამჭერი ქვეყნების მობილიზაციის თვალსაზრისით. რეზოლუციის წარმატებით კენჭისყრა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საკითხი არის აქტუალური და საერთაშორისო თანამეგობრობა მუდმივად აქცევს ყურადღებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ სიტუაციას“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 100

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 0

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 80

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,