20/06/201 400 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიგი უგულავა - პანდემიას ამოეფარება გახარია თუ „ტიკ-ტოკს“ იცეკვებს ივანიშვილი, 20 ივნისის საქმის გამოძიება აუცილებლად მოხდება

მიუხედავად იმისა, ახლა პანდემიას ამოეფარება გახარია თუ „ტიკ-ტოკს“ იცეკვებს ივანიშვილი, პრობლემა მაინც პრობლემად არის, გამოუძიებელია ეს და აუცილებლად მოხდება 20 ივნისის გამოძიება იმიტომ, რომ ეს ჩვენი ისტორიის ნაწილია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ 20 ივნისის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა. უგულავას თქმით, გასული წლის 20 ივნისს ხელისუფლების პასუხი იყო „აბსოლუტურად არაადეკვატური, უგუნური, დანაშაულებრივი“.
„დღემდე რეალურად არც ერთი დაზარალებული არ ცნეს დაზარალებულად. დღემდე ისე გამოიყვანა ივანიშვილმა თავისი ვირტუალური რეალობა, თითქოს პოლიცია იყო მსხვერპლი და მშვიდობიანი მოქალაქეები - მოძალადეები, მაშინ როცა მთელმა მსოფლიომ და საქართველომ იცის სიმართლე. თავიანთ ზღაპარს გვაჩეჩებს ივანიშვილი. მისი პროპაგანდისტული ეთერებითაც ვუყურეთ სრულიად სამარცხვინო ინტერპრეტაციას იმისას, რაც მოხდა შარშან, 20 ივნისს . რაც მთავრია ამით ისინი „აპრავებენ“ გავრილოვსაც, „აპრავებენ“ იმ პოლიტიკას, რაც რუსეთის მიმართ აქვთ - ბორდერიზაციას, ოთხოზორია-ტატუნაშვილის საქმის მიჩუმათებას და ა.შ. ყველა ამ პრობლემამ ამოხეთქა შარშან და როგორც გითხარით, ხელისუფლების პასუხი მაშინ იყო აბსოლუტურად არაადეკვატური, უგუნური, დანაშაულებრივი. მიუხედავად იმისა, ახლა პანდემიას ამოეფარება გახარია თუ „ტიკ-ტოკს“ იცეკვებს ივანიშვილი, პრობლემა მაინც პრობლემად არის, გამოუძიებელია ეს და აუცილებლად მოხდება 20 ივნისის გამოძიება იმიტომ, რომ ეს ჩვენი ისტორიის ნაწილია. მე ამ შემთხვევაში შურისძიება არ მამოძრავებს, მაგრამ სწორი დასკვნები თუ არ გავაკეთეთ, მაშინ ერთი და იგივე წრეზე ვივლით და ერთსა და იმავე შეცდომას დავუშვებთ“, - განაცხადა უგულავამ. უგულავა ასევე გამოეხმაურა რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის განცხადებას, რომ ის "ბოდიშს არ ელოდება, მაგრამ ფიქრობს, რომ ეს სწორი ნაბიჯი იქნება". უგულავას თქმით, „ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც თელავს ეროვნულ ღირსებას“.
„საქართველოს ხელისუფლება დიდი ხანია უკვე „ბაბაიას“ ეძახის რუსეთს. ლამის კადიროვს მოუხადეს ბოდიში და გავრილოვს რომ ბოდიში მოუხადონ, მე არ გამიკვირდება. რუსეთი ყოველთვის ასეთი ცინიკური იყო, არის და სამწუხაროდ, ჯერჯერობით ასეთი პირი უჩანს, რომ იქნება კიდევ. აქ საუბარი გვაქვს ჩვენს მთავრობაზე, როგორი უნდა იყოს მთავრობა, რომელსაც ეროვნული ღირსება. სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც თელავს ეროვნულ ღირსებას“, - განაცხადა უგულავამ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 9-ზე - 8 დეკემბერი, 2022.
      9 საათზე, 8 დეკ
    • კურიერი - 8 დეკემბერი, 2022.
      9 საათზე, 8 დეკ
    • მოამბე - 8 დეკემბერი, 2022.
      9 საათზე, 8 დეკ
    • ფორმულა 8-ზე - 8 დეკემბერი, 2022.
      8 საათზე, 8 დეკ
    • პირველები - 8 დეკემბერი, 2022.
      8 საათზე, 8 დეკ
    • ქრონიკა 20:00 საათზე - 8 დეკემბერი, 2022.
      8 საათზე, 8 დეკ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • პირველი ხაზი - 8 დეკემბერი, 2022.
      8 დეკემბერი
    • იმედი LIVE - 8 დეკემბერი, 2022.
      8 დეკემბერი
    • მრგვალი მაგიდა - 8 დეკემბერი, 2022. მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური სამსჯავრო
      8 დეკემბერი
    • ვოისი - 8 დეკემბერი, 2022. ბრმა მოსმენა
      8 დეკემბერი
    • მთავარი აქცენტები - 8 დეკემბერი, 2022.
      8 დეკემბერი
    • სხვა რაკურსი - 8 დეკემბერი, 2022.
      8 დეკემბერი
    • პოლიტმეტრი - 8 დეკემბერი, 2022. დაესწრება თუ არა მესამე პრეზიდენტი ხვალინდელ სასამართლო სხდომას
      8 დეკემბერი
    • რეაქცია - 8 დეკემბერი, 2022.
      8 დეკემბერი
    • განკითხვის დღე - 8 დეკემბერი, 2022. დოჟდის“ ამბავი, მეორე ფრონტი უკრაინაში მებრძოლი ქართველების წინააღმდეგ
      8 დეკემბერი
    • სპექტრი - 8 დეკემბერი, 2022. ლევან სამუშია
      8 დეკემბერი
    • დღის სტუმარი - 8 დეკემბერი, 2022.
      8 დეკემბერი
    • დღის ამბები - 8 დეკემბერი, 2022.
      8 დეკემბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 100

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 0

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 80

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY