04/02/201 184 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

დავით ჭიჭინაძე - შოთაძის აღიარება ფაქტობრივად იმის დასტურია, რომ ჩვენ ვცხოვრობთ კლანურ, მაფიოზურ და არასამართლებრივ სახელმწიფოში

ირაკლი შოთაძის აღიარება ფაქტობრივად იმის დასტურია, რომ ჩვენ ვცხოვრობთ კლანურ, მაფიოზურ და არასამართლებრივ სახელმწიფოში, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის განცხადებას, რომელმაც დაადასტურა, რომ თანამდებობაზე ყოფნისას მამუკა ხაზარაძის, ვანო ჩხარტიშვილისა და ბიძინა ივანიშვილს შორის, ივანიშვილის ბიზნესცენტრში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა. მისი თქმით, „როდესაც ვიღაც „გიბარებს“ და მონასავით მიდიხარ, ბიზნესმენი კი არა ცხვარი ხარ“.
"დღეს კიდევ ერთხელ მოხდა აღიარება იმ არაფორმალური მმართველობის, რომელიც სულ არსებობდა, რომ ქვეყანა იმართება არა ხელისუფლების, არამედ გარკვეული პიროვნებების მიერ და რომ ამ პიროვნებების ინტერესები უფრო მთავარია, ვიდრე ხალხის და სახელმწიფოს ინტერესები. როდესაც ყოფილი მთავარი პროკურორი ამბობს, რომ ის პროკურატურაში მიმდინარე ცვლილებებს გადიოდა ფიზიკურ პირთან და პარალელურად, იგივე სახლის მეორე ოთახში იწყებოდა ეკონომიკური დაპირისპირების გარჩევა, ეს მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს, რომ სასამრთლოც და პროკურატურაც აბსოლუტურად ტყუილად გვაქვს, რადგან ამ „აღიარებით“ გამოდის, რომ გადაწყვეტილებები მიიღება ერთ კონკრეტულ სახლში და უკვე შემდეგ ხდება მისი განხილვა სხვადასხვა ინსტიტუტებში.
თუმცა მომხდარი ფაქტები იმასაც ადასტურებს, რომ ჩვენ ქვეყანაში ბიზნესმენები არ გვყავს. ანუ, როდესაც საკუთარ თავს აკადრებენ იმას, რომ ვიღაც გიბარებს და იქ მიდიან ყურმოჭრილი მონებივით, ესენი ბიზნესმენები კი არა, ესენი არიან ცხვრები, თორემ ღირსეული ადამიანი დაბარებულზე არ მივიდოდა, მითუმეტეს სხვის ტერიტორიაზე. ან გამოსულიყვნენ და მაშინვე მოეყოლათ სიმართლე, ეს ხომ ჩვეულებრივი ეს სისხლის სამართლის დანაშაულია?!“ - განაცხადა ჭიჭინაძემ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey