04/02/201 236 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ლუკ კოფი - ნატო-მ უნდა გაითვალისწინოს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რჩევა და მიიღოს საქართველო ალიანსში

„ჰერითიჯის ფონდის“ საერთაშორისო პოლიტიკის ცენტრის ხელმძღვანელი ლუკ კოფი მიიჩნევს, რომ ნატო-მ უნდა გაითვალისწინოს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავლუშოღლუს რჩევა და მიიღოს საქართველო ალიანსში. Trtworld-მის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, ლუკ კოფი ფართოდ მიმოიხილავს საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებს და აცხადებს, რომ რუსეთის ქვეყანაში შეჭრის მიუხედავად, საქართველოს არ გადაუხვევია დასავლური კურსისთვის და მოსკოვს ნატო-ს წევრობაზე ვეტოს დადების უფლება არ უნდა ჰქონდეს.
„საქართველოს გზა დემოკრატიისკენ მაგალითია მთელი რეგიონისთვის. 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყანა დემოკრატიის გზას სტაბილურად გადის. ამერიკის ინტერესებშია, რომ რეგიონული სტაბილურობისთვის ის ამ გზაზე დარჩეს. წლების მანძილზე საქართველოს მთავრობები ახორციელებდნენ ეკონომიკის ლიბერალიზაციის, ბიუროკრატიის შემცირების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და დემოკრატიის დამკვიდრების დღის წესრიგს. 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ქვეყანა მტკიცედ რჩება ერთგული ტრანსატლანტიკური საზოგადოებისადმი... რუსეთი მის მიერ ცხინვალისა და აფხაზეთის განგრძობად ოკუპაციას იყენებს, რომ შეაფერხოს ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება. მსგავსი დე ფაქტო ვეტოს გამოყენება მოსკოვის მხრიდან-მიუღებელია. საბედნიეროდ, ზოგიერთებმა შეძლეს შესულიყვნენ ნატო-ში რუსეთთან ომის გარეშე. მთავარი საკითხი მხოლოდ ის არის, არის თუ არა ლიდერების სათანადო პოლიტიკური ნება და კრეატიულობა, რომ საქართველო ნატო-ში გაწევრიანდეს“,-წერს კოფი.
შეგახსენებთ, 23 იანვარს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის საპანელო განხილვაზე ნატო-ს გაფართოებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნატო უნდა გაფართოვდეს და საქართველო ალიანსის წევრი ქვეყანა გახდეს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 9-ზე - 29 ნოემბერი, 2023.
      10 საათზე, 29 ნოე
    • მთავარი 9-ზე - 25 ნოემბერი, 2023.
      9 საათზე, 25 ნოე
    • მთავარი 9-ზე - 21 ნოემბერი, 2023.
      9 საათზე, 21 ნოე
    • კურიერი - 21 ნოემბერი, 2023.
      9 საათზე, 21 ნოე
    • მოამბე 21 საათზე - 21 ნოემბერი, 2023.
      9 საათზე, 21 ნოე
    • პირველები - 21 ნოემბერი, 2023.
      8 საათზე, 21 ნოე

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • საჯარო პოლიტიკა - 29 ნოემბერი, 2023.
      29 ნოემბერი
    • გიორგი თარგამაძის ფორმულა - 29 ნოემბერი, 2023.
      29 ნოემბერი
    • დღის სტუმარი - 29 ნოემბერი, 2023.
      29 ნოემბერი
    • დღის ამბები - 29 ნოემბერი, 2023.
      29 ნოემბერი
    • სპექტრი - 29 ნოემბერი, 2023. აკია ბარბაქაძე
      29 ნოემბერი
    • ანეგდოტების შოუ - 26 ნოემბერი, 2023.
      27 ნოემბერი
    • P.S. - 26 ნოემბერი, 2023.
      27 ნოემბერი
    • დროება - 26 ნოემბერი, 2023. ვარდების რევოლუციის რევიზია - ახალი კონტექსტი, ღირსების რევოლუცია 2024 საარჩევნო ყუთებთან
      26 ნოემბერი
    • კვირაში ერთხელ - 25 ნოემბერი, 2023. შუა უნდა შეიკრიბოს?
      25 ნოემბერი
    • ნოდარ მელაძის შაბათი - 25 ნოემბერი, 2023.
      25 ნოემბერი
    • ღამის მთავარი - 21 ნოემბერი, 2023.
      21 ნოემბერი
    • კომენტარი - 21 ნოემბერი, 2023.
      21 ნოემბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 80

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY