19/06/201 318 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიორგი გაბუნია - მქონდა ინფორმაცია, რომ ჩემი ლიკვიდაცია შესაძლოა ყოფილიყო დღის წესრიგში და ეს მოულოდნელი არ ყოფილა

„მთავარი არხის“ ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას განცხადებით, მის მიმართ თვალთვალი დაახლოებით 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამის შესახებ გაბუნიამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ჰქონდა ინფორმაცია თვალთვალის შესახებ, თუმცა დეტალები მისთვის ცნობილი არ ყოფილა.
„მე მაინცდამაინც ბევრი არ მაქვს სათქმელი. მე მქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩემი ლიკვიდაცია შესაძლოა ყოფილიყო დღის წესრიგში და ეს მოულოდნელი არ ყოფილა ჩემთვის, მაგრამ მქონდა ძალიან ზოგადი ინფორმაცია. დეტალების შესახებ ჩემთვის არც უთქვამთ და შესაბამისად, გამოძიებასთან საუბარი არ შემიძლია იმიტომ, რომ უბრალოდ არ ვიცი. ვიცი ის, რომ მითვალთვალებდნენ, რაც შეამჩნია ჩემმა დაცვამ. მე მქონდა, სუს-სგან გამოვიდა ეს ინფორმაცია, შესაბამისად, მათ იცოდნენ ამის შესახებ და გამაფრთხილეს კიდევაც, რომ ამის შესახებ არავისთან არ უნდა მელაპარაკა. დაახლოებით ბოლო 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა თვალთვალი“, - განაცხადა გაბუნიამ.
რაც შეეხება შესაძლო ლიკვიდაციის მოტივს, გაბუნიას თქმით, „ეს ყველასთვის ნათელია“.
„მოტივი არის ის, რისი ვარაუდიც მე მაქვს და მე მგონი ეს ყველასთვის ნათელია. მეტი რა შეიძლებოდა ყოფილიყო მოტივი ჩემი ლიკვიდაციის, თუ ვინმეს სურვილი ჰქონდა, მითუმეტეს, რუსეთიდან?- განაცხადა გაბუნიამ.
დღეს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და ამავე არხის ჟურნალისტი გიორგი გაბუნია მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით სასამართლოში დაიკითხებიან. მათი დაკითხვა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირდება.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York