რუსეთში, 24 საათში, კორონავირუსის 7790 შემთხვევა გამოვლინდა, 182 ადამიანი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 7790 შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 561 091-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 182 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 7660-ს მიაღწია.
ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში „კოვიდ 19“-სგან დაინფიცირებული 313 000-ზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ცნობისათვის, რუსეთი კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით მესამე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-სა და ბრაზილიის შემდეგ.