17/06/201 614 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

რომან გოცირიძე - სალომე ზურაბიშვილის განცხადება არის სამარცხვინო

ინფორმაციის არ ქონის მიზეზით პირში წყლის ჩაგუბება და რუსეთისადმი ასეთი მაამებლური და მორჩილი განცხადების გაკეთება იმას ნიშნავს, რომ საქართველოს არ ჰყავს ღირსეული პრეზიდენტი, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.
გოცირიძემ რამზან კადიროვის განცხადებასთან დაკავშირებით ზურაბიშვილის კომენტარს სამარცხვინო უწოდა. მისივე თქმით, ეს რუსეთისადმი მორჩილების პოლიტიკის გაგრძელებაა.
"მართლდება ის შეფასება, რომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი არის მოსიარულე და მოლაპარაკე საფრთხე. წავა სადღაც და ქვეყანას პრობლემას უქმნის, მაგალითად, გარეჯში, ამოიღებს ხმას და ამითიც პრობლემას უქმნის. სჯობდა, საერთოდ არ ამოეღო ხმა. მან არავითარი ღირსეული პასუხი არ გასცა კადიროვს, რომელიც ფაქტობრივად, პუტინის წარმომადგენელია. კადიროვმა შეურაცხყოფა მიაყენა ქვეყანას, არამხოლოდ ჟურნალისტს და არამხოლოდ ტელევიზიას. ამასთან, კადიროვი ტერორისტული გამონათქვამებით დაიმუქრა. ამის შემდეგ გამოდის პრეზიდენტი და აკეთებს ასეთ დამამცირებელ განცხადებას. მისი ეს განცხადება არის რუსეთისადმი დათმობების პოლიტიკის გაგრძელება. საქართველოს მთავრობამ კეთილი ინებოს და პასუხი გასცეს რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური თანამდებობის პირს, რომელიც იმუქრება და საქართველოს შეურაცხყოფას აყენებს. ძალიან კარგად იცის ქალბატონმა სალომემ, რომ ქვეყანაში მზადდებოდა პოლიტიკური აქტი. ინფორმაციის არ ქონის მიზეზით პირში წყლის ჩაგუბება და რუსეთისადმი ასეთი მაამებლური და მორჩილი განცხადების გაკეთება იმას ნიშნავს, რომ საქართველოს არ ჰყავს ღირსეული პრეზიდენტი; ეს იმას ნიშნავს, რომ ის არა არჩეული, არამედ მართლაც დასმულია პრეზიდენტის სკამზე," - განაცხადა გოცირიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA