რუსეთში 24 საათში კორონავირუსის 8248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 193 ადამიანი
რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 8248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 545 458-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია კორონავირუსთან ბრძოლის შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში “კოვიდ 19”-ს კიდევ 193 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ლეტალური შემთხვევების საერთო რიცხვმა 7 284-ს მიაღწია. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა რუსეთში 294 300-ს აჭარბებს.