16/06/201 086 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

რომან გოცირიძე - საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ მფარველობდა კადიროვის რაზმებს

საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ მფარველობდა კადიროვის რაზმებს და მათ წარმომადგენლებს, იყო ისტერია ატეხილი გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ, ამიტომ შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ გადაგვარჩინა უკრაინის სპეცსამსახურებმა,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. როგორც რომან გოცირიძე აცხადებს, ეს საქმესთან დაკავშირებით მაქსიმალური ღიაობაა საჭირო.
„რუსეთი არის ტერორისტული სახელმწიფო, პირადად პუტინმა არაერთი ტერორისტული აქტი განახორციელა, მათ შორის, მოწამვლებისა და მკვლელობების სახით. ეს პროცესი, როგორც ირკვევა, არის უკრაინის სპეცსამსახურების მიერ გახსნილი. საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ მფარველობდა კადიროვის რაზმებს და მათ წარმომადგენლებს, ისინი თავისუფლას დადიოდნენ თბილისში, ბათუმში, იყო ისტერია ატეხილი გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ, ამიტომ შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ გადაგვარჩინა უკრაინის სპეცსამსახურებმა,"- განაცხადა გოცირიძემ. ამასთან, დეპუტატი არ გამორიცხავს, რუსეთი საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „უხეში ფორმით ჩაერიოს“.
„ამასთანავე, უნდა ითქვას, თუ როგორი საჩუქარი მიუძღვნა რუსეთმა „ქართულ ოცნებას“, როცა მან დადგა ციხის კადრები, როცა რაფალიანცის მკვლელობის სახით შექმნა ქვეყანაში ფსიქოზი, რამაც ძლიერი გავლენა მოახდინა მაშინ არჩევნებზე. არ არის გამორიცხული, რომ რუსეთი უხეშად და ნესბისმიერი ფორმით ჩაერევა საქართველოს მომავალ არჩევნებში და ბუნებრივია, "ქართული ოცნების" სასარგებლოდ,"- განაცხადა გოცირიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA