11/03/24883 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გრიგორი კარასინი - რუსეთი პრაგმატული დიალოგით და ქართველ პარტნიორებთან სრულფასოვანი, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის დაბრუნებით არის დაინტერესებული

რუსეთი პრაგმატული დიალოგით და ქართველ პარტნიორებთან სრულფასოვანი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის დაბრუნებით არის დაინტერესებული, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა რუსულ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-თან ინტერვიუში განაცხადა.
გრიგორი კარასინი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე გიორგი ქაჯაიას დანიშვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბოლო 11 წლის განმავლობაში ზურაბ აბაშიძესთან დიალოგის დროს მიღწეული შედეგები კვლავ მოთხოვნადი იქნება.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს მიღწევები კვლავ მოთხოვნადი იქნება. რუსეთი პრაგმატული დიალოგით და ქართველ პარტნიორებთან სრულფასოვანი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის დაბრუნებით არის დაინტერესებული“, - განაცხადა კარასინმა.
კარასინმა აღნიშნა, რომ 2012 წელს რუსეთის ხელისუფლებამ ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის საქართველოს ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ კურსს მხარი უყოყმანოდ დაუჭირა და სავაჭრო, ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული კავშირების განხილვისთვის არაფორმალური დიალოგის მექანიზმი შეიქმნა.
„ეს მე და ზურაბ აბაშიძეს დაგვევალა, რომელიც მას შემდეგ 11 წელზე მეტი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მუდმივი სპეციალური წარმომადგენელი იყო. 26 შეხვედრა შედგა, ძირითადად პირისპირ (პანდემიის დროს - ვიდეო კონფერენციის საშუალებით), ხოლო მუდმივი კონტაქტი დისტანციურ ფორმატში შენარჩუნდა“, - აღნიშნა კარასინმა.
მისივე თქმით, აღნიშნულმა გადაწყვეტილებებმა ორი ქვეყნის ხალხებს შორის კონტაქტებს ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო.
„კულტურული გაცვლებისთვის, სამეცნიერო, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების მეშვეობით, კონტაქტების დამატებითი შესაძლებლობები შევქმენით. ეკონომიკური კავშირების განმტკიცებასა და ბიზნეს წრეებს შორის ურთიერთქმედების გააქტიურებაში წვლილი შევიტანეთ. ხელი შევუწყვეთ ტურიზმის შემდგომ განვითარებას. 2023 წელს საქართველოს 1,4 მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულე ეწვია“, - განაცხადა კარასინმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA