15/06/201 152 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ეკა ბესელია - სააკაშვილს თუ უნდა ერთიანი სია დაწეროს თავის ბლოკში და ალიანსში

სააკაშვილს თუ უნდა ერთიანი სია დაწეროს თავის ბლოკში და ალიანსში,- ასე ეხმიანება დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას ერთიანი ოპოზიციური სიის თაობაზე. ბესელია მიიჩნევს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება უპააუხისმგებლო იქნება და ამომრჩეველს დაუკარგავს შესაძლებლობას გაარჩიოს ერთმანეთისგან „წარსული, აწმყო და მომავალი".
„მე პირადად, გამოვრიცხავ ასეთის შესაძლებლობას. ეს ერთი ერთზე ჰგავს მმართველი პარტიის და სააკაშვილის სასურველ ვერსიას, რომ არსებობდეს ისევ ორი არჩევანი.
ერთობა ყოველთვის არ არის საუკეთესო მოდელი და გამარჯვების ფორმულა. ის ხშირ შემთხვევაში ამართლებს და ამის მაგალითი იყო საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსულტაციები და სწორედ ამის შედეგია 8 მარტის შეთანხმება, მაგრამ ერთიანი საარჩევნო სია - ეს ნიშნავს აბსოლუტურად უპასუხისმგებლო გადაწვეტილებას, რადგან ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა გაარჩიონ ერთმანეთისგან წარსული, აწმყო და მომავალი. ამიტომ, ვისაც სურს ასეთ საერთო სიაში ჩაწერა, კი ბატონო, მათი არჩევანია, ჩვენი არჩევანი განსხვავებულია,"- განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთიანი ოპოზიციური სიის ფორმირების ინიციატივით გამოვიდა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
Georgian Bread