22/01/24787 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ანტიკორუფციული 150 მაღალჩინოსნის ქონებრივ დეკლარაციებს სწავლობს - მათ შორის, ღარიბაშვილის, გომელაურის, კობახიძის, პაპუაშვილის, მურუსიძის

ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოაქვეყნა სია, თუ რომელი თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგს განახორციელებს მიმდინარე - 2024 წელს. 
სიაში 150 პირია, მათ შორის, პრემიერი, მინისტრები, დეპუტატები, სხვადასხვა საჯარო უწყებების თანამშრომლები, მინისტრების მოადგილეები, მოსამართლეები. 
მთავრობის წევრებს შორის ანტიკორუფციული ბიურო შეისწავლის შემდეგი თანამდებობის პირების ქონებრივ დეკლარაციებს: პრემიერმინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი, მინისტრები - თეა წულუკიანი, ილია დარჩიაშვილი, ლევან დავითაშვილი, ირაკლი ქარსელაძე, რატი ბრეგაძე, ვახტანგ გომელაური, ლაშა ხუციშვილი, ჯუანშერ ბურჭულაძე, ოთარ შამუგია, გიორგი ამილახვარი, ზურაბ აზარაშვილი, თეა ახვლედიანი. 
ასევე აჭარისა და აფხაზეთის მთავრობის წევრების დეკლარაციებს.
საკანონმდებლო ორგანოდან ჩამონათვალში მოხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ასევე "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და სხვა დეპუტატები, როგორც ხელისუფლებიდან, ისე ოპოზიციიდან.
უწყების თქმით, დამოუკიდებელმა კომისიამ იმსჯელა განსაკუთრებული ფაქტორების გათვალისწინებით შესარჩევ თანამდებობის პირთა დეკლარაციების არჩევასთან დაკავშირებით. სიაში მოხვდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს, საერთო სასამართლოებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, მათ შორის - ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, შალვა თადუმაძე და სხვები. 
გარდა ამისა, შემოწმება შეეხება კომუნიკაციების კომისიას, სემეკს, ცესკოს, ფოსტას, რკინიგზას, ბლექ სი არენა ჯორჯიას, საქართველოს განვითარების ფონდს. 
საჯარო უწყებებიდან - პროკურატურას, ეროვნულ ბანკს, აუდიტის სამსახურს, სუს-ს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, საპენსიო სააგენტოს და სხვებს.
 

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY