15/06/201 040 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ამირან გამყრელიძე - რაც ბოლო 4-5 დღეში ხდება პროგნოზირებადი იყო

რაც ბოლო 4-5 დღის განმავლობაში ხდება პრინციპში პროგნოზირებადი იყო, ეს არ არის მოულოდნელობა. პროგნოზირებადი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ეკონომიკა იხსნება, მეტი მობილობაა და ეს ასე უნდა ყოფილიყო, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ბოლო დღეებში ახალი ინფიცირებულების რაოდენობაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია .
„ეს არ არის არც პანიკის, არც შეშფოთების საფუძველი, თუმცა სიმშვიდე აუცილებლად გვმართებს. ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია და ამ ტიპის სვლით ჩვენ პრობლემა არ შეგვექმნება. შეიმჩნევა დინამიკა, რომ შედარებით იმატებს მსუბუქ შემთხვევათა რიცხვი. ვირუსი შესაძლოა გააქტიურდეს ხელმეორედ შემოდგომის, აციების პერიოდში. ჩვენთან რესპირაციული ვირუსები აქტიურდებიან ოქტომბრის მეორე ნახევრიდან და შესაძლოა გრიპთან ერთად მოხდეს კორონავირუსის გააქტიურებაც,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 60

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 0

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 100

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA