16/01/24418 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ლევან სამუშია - საქართველოს მოქალაქეები „ქართულ ოცნებას“ ისეთ გადამწყვეტ დარტყმას მიაყენებენ არჩევნებზე, რომ ნოკაუტიდან ვერ გამოვა - გარდაუვალი მარცხის ზღვარზე არიან

დღეის მდგომარეობით, შემიძლია გითხრათ, რომ არანაირ გაერთიანებაზე ან რამე მსგავსზე საუბრები არცერთ პოლიტიკურ ძალასთან არ მიმდინარეობს, - ამის შესახებ პარტია „ლელო - საქართველოსთვის” ერთ-ერთმა წევრმა, ლევან სამუშიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განახადა.
ლევან სამუშიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ ინტერესია, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა ოპოზიციური პარტია ერთად, „ერთ ქვაბში ჩაყაროს“.
‘‘პარტია “ლელო“ ყოველდღიურად ძლიერდება, გვაქვს მოქალაქეებთან აქტიური შეხვედრები. ვმუშაობთ პროგრამებზე, რაც თავის დროზე საზოგადოებისთვის იქნება წარდგენილი. ასევე, ამ ეტაპისთვის, დღეის მდგომარეობით, შემიძლია გითხრათ, არანაირ გაერთიანებაზე ან რამე მსგავსზე საუბრები არცერთ პოლიტიკურ ძალასთან არ მიმდინარეობს. „ქართული ოცნების" ინტერესია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა ერთად, „ერთ ქვაბში ჩაყარონ“.
გადავხედოთ საპარლამენტო შემადგენლობას, რომელიც „ქართულ ოცნებას ჰყავს. 2012 წლამდე ამ ადამიანებს 5-იანის დროშას ხელიდან ვერ გამოართმევდი და „ნაციონალური მოძრაობის“ გულისთვის შეიძლება დანა დაერტყათ. 2012 წლამდე რომელი იყო ისეთი, რომ იმ დროინდელ ხელისუფლებას აპროტესტებდა? 10, 7 ან 5 კაცი მაინც დამისახელეთ. ყვარყვარიზმი მეფობს, ყვარყვარეები არიან ჩვეულებრივად და ამ ხალხზე სერიოზულად არ ვილაპარაკებ, ჩვენ საქმე გვაქვს“, - განაცხადა ლევან სამუშიამ.
ლევან სამუშიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ გარდაუვალი მარცხის ზღვარზეა და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაც ამაზე მიუთითებს.
„მე ველოდები, რომ „ქართულ ოცნებას“ მთავარ და გადამწყვეტ დარტყმას ისეთს, რომ ნოკაუტიდან ვერ გამოვა, მიაყენებენ საქართველოს მოქალაქეები არჩევნებზე. ეს არის გარდაუვალი და იმიტომაა ახლა ივანიშვილი შეშინებული. ენგრევა თავისი ხელისუფლება და ხელისუფლების გადარჩენისათვის შემოვიდა პოლიტიკაში, ეს იძულებითი ნაბიჯია. როდესაც მეორედ მოვიდა და შემდეგ წავიდა, იძახდა, რომ თუ მე აქ დაბრუნება მომიწია, მაშინ არაფერი არ გამიკეთებია და რატომ უნდა დავბრუნდე, რა პირით უნდა მოვიდეო, მაგრამ მოუწია. კარგი პოლიტიკური ცხოვრებისა და სიტუაციის გამო რომ არ მოუწია, კარგად ვიცით.
კობახიძეს რომ ჰკითხო, საკონსტიტუციო უმრავლესობა ჯიბეში უდევს. საკონსტიტუციო უმრავლესობა კი არა გარდაუვალი მარცხის ზღვარზე არიან, ეს კარგად იციან და იმიტომ მობრუნდა ივანიშვილი. ამათი ლაპარაკი და მუშტების ჰაერში ქნევა არ გვაინტერესებს“, - განაცხადა ლევან სამუშიამ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA