16/01/24314 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"პუტინმა აუცილებლად უნდა ინანოს, ის არის მტაცებელი, რომელიც არ კმაყოფილდება გაყინული პროდუქტებით" - ზელენსკის მიმართვა დავოსში

დავოსში, პრეზიდენტი ზელენსკი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს მიმართავს. დავოსის ტრიბუნასაც ზელენსკი და მისი გუნდი უკრაინის მხარდაჭერისა და ფინანსური დახმარების მოსაპოვებლად იყენებენ. 
"რუსეთის მასშტაბურ შემოჭრამდე ჩვენ სულ გვესმოდა: „ნუ მოახდენთ ესკალაციას“. როდესაც სანქციებს ვითხოვდით რუსეთის წინააღმდეგ, გვეუბნებოდნენ: „ნუ მოახდენთ ესკალაციას“. თუმცა, შემოჭრის შემდეგ არაფერს არ უვნია ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოებისთვის ისე, როგორც ამ კონცეფციამ ავნო. მაგრამ ახლა ჩვენ უნდა მოვიპოვოთ უპირატესობა ჰაერში ისევე, როგორც მოვიპოვეთ უპირატესობა შავ ზღვაზე. პარტნიორებმა იციან, რა გვჭირდება ამისთვის და რა რაოდენობით." თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკი შეეხო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და პარტნიორებს მადლობა გადაუხადა
"სულ რაღაც ორი დღის წინ ჩვენ დავამტკიცეთ, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი თვითმფრინავებიც კი ჩამოაგდოს. ბევრი, ძალიან ბევრი სანქცია იქნა დაყოვნებული თვეების და წლების განმავლობაში, მოსკოვიდან მომავალი საფრთხის შიშით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველა ეს საფრთხე იყო ბლეფი. ახლა როგორ უნდა იყოს ვინმე კმაყოფილი რუსეთისთვის დაწესებული სანქციებით, როდესაც ისინი არაფერს ავნებს რუსეთის ჭურვების წარმოებას. რუსეთის თითოეულ ჭურვში არის ათობით კომპონენტი, რომელიც დასავლეთის ქვეყნებში იწარმოება. რა თქმა უნდა, მე მადლობელი ვარ სანქციების ყველა პაკეტისთვის, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს სანქციები 100%-ით მუშაობს. 
პუტინს ყველაზე მეტად ფული უყვარს, ამიტომ, რაც უფრო მეტ ფულს დაკარგავს ის და მისი ოლიგარქები, მით უფრო ინანებს ის, რომ ეს ყველაფერი წამოიწყო. პუტინმა აუცილებლად უნდა ინანოს და ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ გლობალური ერთიანობა უფრო ძლიერია, ვიდრე სიძულვილი, რომელიც ერთ ადამიანს ამოძრავებს.  
ეს წელი უნდა იყოს გადამწყვეტი. გადაჭრის პრობლემას უკრაინაში ომის გაყინვა? ისტორია გვაჩვენებს, რომ ყველა გაყინული კონფლიქტი ადრე თუ გვიან ისევ იფეთქებს. მინდა შეგახსენოთ, რომ 2014 წლიდან იყო მცდელობები, რომ დონბასში ომი გაყინულიყო და ამის ძალიან სერიოზული გარანტორები არსებობდნენ, მათ შორის გერმანიის კანცლერი და საფრანგეთის პრეზიდენტი. თუმცა, პუტინი არის მტაცებელი, რომელიც არ კმაყოფილდება გაყინული პროდუქტებით." აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
 
დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე უკრაინის მხარდამჭერი მორიგი განცხადება უსრულა ფონ დერ ალინემა გააკეთა. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, უკრაინას შეუძლია ამ ომის მოგება, თუმცა საჭიროა გაგრძელდეს სამხედრო დახმარება.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA